x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ყავის მოხარშვის დროს
თუ ყავაის მოყვარული ბრძანდებით და მას ყოველდღე მიირთმევთ, აუცილებელია ეს წაიკითხოთ.

imageჭიქა ყავა-მილიონობით ადამიანის დილის საყვარელი სასმელი და ერთგვარი რიტუალიც კია, თუმცა მისი სწორად მოხარშვა ბევრს როდი შეუძლია. როგორც წესი, როცა ყავას დამოუკიდებლად ვხარშავთ, ისეთი გემრიელი არ გამოდის, როგორც სპეციალურ დაწესებულებებშია. ფიქრობთ, რომ ეს ყავის ხარისხის და პროფესიონალური აღჭურვილობის გამოა? ცდებით, უბრალოდ, ადამიანთა უმრავლესობამ იმ ელემენტარული წესების შესახებ არ იცის, რომელთა დაცვაც აუცილებელია ყავის დაყენებისას, თუ გსურთ, რომ სასმელი გემრიელი გამოვიდეს.

ამ შეცდომების შესახებ ახლავე გეტყვით:

შეცდომა №1: წყლის არასწორი ტემპერატურა


როგორც წესი, საწვეთურიანი ყავის აპარატები აუცილებელ 95 გრადუსს ვერ აღწევენ. არადა, არომატული ყავის მოსამზადებლად სწორედ ეს ტემპერატურაა საჭირო. უკეთესია თუ ფრენჩ-პრესს გამოიყენებთ. თანაც, სხვა ყავის აპარატებთან შედარებით უფრო იაფიც ღირს. იმისთვის, რომ ფრენჩ-პრესში ყავა მოამზადოთ, ჩაასხით კოლბაში ცხელი წყალი და დაელოდეთ 3-4 წთ.

image

შეცდომა №2:დაფქული ყავა

დაფქული ყავის ყიდვა უკვე შეცდომაა.როგორც კი მარცვალი დაიფქვება, თავისი გემოს და არომატის დაკარგვას იწყებს. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კარგავს ამ თვისებებს და რაც უფრო დიდხანს ინახავთ დაფქულ ყავას, მით უფრო უგემური ხდება ის. უმჯობესია ყავის საფქვავი შეიძინოთ და უშუალოდ მომზადებამდე დაფქვათ ყავის საჭირო დოზა.


შეცდომა №3: ცივი ჭიქა

იმისთვის, რომ ყავა უფრო დიდხანს იყოს ცხელი და არომატი შეინარჩუნოს, გამოავლეთ ჭიქას ცხელი წყალი და მხოლოდ შემდეგ ჩაასხით მასში მომზადებული ყავა.


შეცდომა №4:თხელკედლებიანი ჭიქა

უმჯობესია, თუ სქელკედლებიან ჭიქას გამოიყენებთ, რომელიც დიდხანს შეუნარჩუნებს ყავას სითბოს და არომატს.

image

შეცდომა №5: ძველი ყავის მარცვლები

გარდა იმისა, რომ ყავა უშუალოდ მომზადებამდე უნდა დაფქვათ, გაითვალისწინეთ, რომ მარცვლები ახალიც უნდა იყოს. ყოველთვის შეამოწმეთ შენახვის ვადები შეფუთვაზე. იდეალური ვადაა დაახლოებით 3 კვირა.


შეცდომა №6:თვალზომით აღება

ყავის თვალზომით აღება ცუდი ჩვევაა. დაიმახსოვრეთ შეფარდება:17 გრ. ყავა (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი) 260 მლ. წყალზე. ეს სტანდარტული ყავის რეცეპტია, არც მაგარი და არც წყალწყალა.

image

შეცდომა №7:რძე და შაქარი

რათქმაუნდა, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ყავისფერ შაქარს და ცხიმიან რძეს დაუმატებთ.


შეცდომა №8:არასწორი პროპორციები

თუ ვერა და ვერ მიაგენით ყავის გემრიელ რეცეპტს, დაიწყეთ ჭიქაზე ორი ჩაის კოვზი ყავით და ნელნელა მოაკელით დოზა სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.


შეცდომა №9: ონკანის წყალი

რათქმაუნდა, ონკანის წყალი ხელმისაწვდომიცაა და არც არაფერს გავნებთ, მაგრამ იქნებ გეცადათ და ბოთლის წყლით მოგემზადებინათ ყავა? სხვაობას მაშინვე იგრძნობთ.


შეცდომა №10:არასწორად შენახვა

მთავარი-მოერიდეთ ნესტს.მაცივარი ყავის შესანახად არ გამოგადგებათ. უმჯობესია პლასტმასის კონტეინერში შეინახოთ და მშრალ ადგილას დადგათ. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ხანგრძლივად შენახვა ყავას გემოს და არომატს უკარგავს. რაც უფრო ცოტა ხანს შეინახავთ ყავას, მით უკეთესი.

0
232
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0