x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელით უახლოეს ერთ თვეში
სამყარო გამუდმებით გვიგზავნის სიგნალებს და მინიშნებებს, საჭიროა მხოლოდ მათი შემჩნევა და სწორად ახსნა. ნიშნები პრაქტიკულად ყველგანაა. ეს მარტივი საშუალებაც ერთგვარი მინიშნებაა, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რას გიქადით უახლოესი მომავალი.

საჭიროა მხოლოდ ამ სამი კარტიდან ერთი აირჩიოთ. უბრალოდ შეხედეთ სურათს და აირჩიეთ ის, რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ.აირჩიეთ? ახლა კი გავიგოთ რას გვიქადის უახლოესი ერთი თვე:

image

1. კარგი ნიშანია, მალე ბედი გაგიღიმებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოეშვათ და ფეხი-ფეხზე გადადებული დაელოდოთ წარმატებას. შანსი გეძლევათ მნიშვნელოვანი და საჭირო ნაცნობები შეიძინოთ.არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი. ამავე პერიოდში საიმედო მეგობრებს შეიძენთ. უახლოესი ერთი თვე ოქროს ხანაა თქვენთვის და გულმოდგინება არ დაიშუროთ მის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.


ბედნიერება სულ ახლოსაა, უბრალოდ ცოტა ძალისხმევა გამოიჩინეთ.ის, რაც ძალიან გსურთ, ხელის გაწვდენაზეა, ნუ იზარმაცებთ.

image

2.ავისმოსურნე გყავთ, თანაც ახლო წრეში. ფრთხილად იყავით, მას ისეთი პრობლემები შეუძლია შეგიქმნათ, რომელთაც არც კი ელით. თუ ფხიზლად იქნებით, შეძლებთ ამ ადამიანის გამოაშკარავებას.

სამაგიეროდ, მომდევნო 30 დღე ძალებით აგავსებენ. დაე, ჭორები ნუ გადაგახვევინებენ არჩეული გზიდან. სამყარო გეუბნებათ, რომ არავის და არაფერს ძალუძს თქვენი გეგმების ჩაშლა და ცხოვრების გართულება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ!

image

3.რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, უახლოეს 30 დღეში, ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდება. განსაკუთრებით კარგი პერიოდია მატერიალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. წარმატება ყველაფერში თქვენი თანამგზავრი იქნება, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც.

არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენაც და არჩეული კურსით იარეთ.დროა მწვერვალები დაიპყროთ!

image


0
3104
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0