x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნაოჭების ,,მკვლელი" ნიღაბი მხოლოდ ორი ინგრედიენტით
image

არავითარი ჯადოსნობა და ძვირადღირებული პროცედურები. ნაღების კარაქის ნიღაბი თქვენს კანს ახალგაზრდობას და სიმკვრივეს დაუბრუნებს. თუ კანი გამომშრალია, იქერცლება, ნაოჭები მომრავლდნენ-სცადეთ და ჩაიტარეთ ამ ნიღბის კურსი. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.

ნიღაბის მოსამზადებლად ნაღების კარაქი და მანანის ბურღული დაგჭირდებათ. მანანის ბურღული სახამებელს, ცილებს და უჯრედისს შეიცავს, რაც კანის გამოსაკვებად უაღრესად მნიშვნელოვანია. პირველივე პროცედურის შემდეგ შედეგი უკვე სახეზეა, მაგრამ უმჯობესია თუ არ დაიზარებთ და ერთკვირიან კურსს ჩაიტარებთ.

მომზადება:


1 ჩ.კ. ნაღების კარაქი

0, 5 ჩ.კ. მანანის ბურღული

აუცილებელია კარაქი ხარისხიანი და ახალი იყოს, არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობით. გაადნეთ კარაქი და შეურიეთ ბურღულს.

წაისვით ნიღაბი კარგად გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 15 წთ-ით. შეეცადეთ ნიღაბი მომზადებისთანავე სწრაფად წაისვათ, რადგან მანის ბურღული მომენტალურად იწყებს კარაქის შეწოვას და გაფუებას.

15 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

კანი ხდება ნაზი, მკვრივი და თანაბარი ტონის. დამატებით მკვებავის და სხვა კრემების წასმა პროცედურის შემდეგ საჭირო აღარაა.

ცოტამ თუ იცის, რომ ნაღების კარაქი რეტინოლს შეიცავს, რომელიც კოლაგენის წარმოქმნას ააქტიურებს. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს რიბოფლავინს“რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადის შეღწევას კანის უჯრედებში და მათ განახლებას.

image

ნაღების კარაქში ფოლიუმის მჟავაცაა! ფოლიუმის მჟავა არბილებს გამომშრალ და დაჭიმულ კანს, აქრობს აქერცვლას. კარაქში შემავალი კალციუმი კი ასწორებს კანის არათანაბარ ზედაპირს, აქრობს წვრილ დეფექტებს და კანს ხავერდოვნებას ანიჭებს. ნაღების კარაქის ნიღაბის მოქმედება თამამად შეგვიძლია ძვირადღირებულ სალონის პროცედურებს შევადაროთ.

imageეს ნიღაბი შეუდარებელი თვალის გარშემო კანის გამოსაკვებად. დაიტანეთ პრობლემურ ადგილზე ძილის წინ და სულ მალე შენიშნავთ კანი როგორ განახლდება. გარდა ამისა, ნაღების კარაქი შესანიშნავი საშუალებაა გაუხეშებული და დასკდარი კანისთვის იდაყვებსა და ქუსლებზე.ძილის წინ წაისვით ქუსლებზე კარაქი, ჩაიცვით ბამბის წინდები და დილამდე გაიჩერეთ რამდენიმე პროცედურის შემდეგ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, თუ როგორ დარბილდება გაუხეშებულიდა გარქოვანებული კანი.

0
1068
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1068
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0