x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ინდური მელოდრამა რეალურ ცხოვრებაში

image

ეს რეალური ისტორია გახლავთ გამზადებული სცენარი ბოლივუდურ მელოდრამისთვის.



ბავშვები ერთ სამშობიარო სახლში დაიბადნენ რამდენიმე წუთის სხვაობით, შემდეგ შეეშალათ და ჩვილები შეცდომით გაატანეს დედებს.ერთი ბავშვი ინდუსია, მეორე მუსულმანი.

კიდევ უფრო საინტერესო ამ ფაქტში ისაა, როცა გაირკვა ყველაფერი, ორივე ბავშვმა უარი თქვა ნამდვილ მშობლებთან დაბრუნებაზე. საბოლოოდ სასამართლოზე მშობლები შეთანხმდენენ, რომ ერთმანეთის ბიოლოგიურ შვილებს თვითონ გაზრდიდნენ.




ეს ამბავი თითქმის სამი წლის წინ დაიწყო ინდოეთის შტატ ასამში, 2015 წლის 11 მარტის სალმა პარბინმა იმშობიარა ბიჭუნა ქალაქ მანგალდოის სამშობიაროში, ქმარმა მეორე დღეს გამოიყვანა მეუღლე და ახალშობილი, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ სალმა აუტყდა ქმარს, რომ ბავშვი მათი არ იყო.


"საიდან დაასკვენი?არ შეიძლება ბავშვზე ასე საუბრობდე!"-გაუკვირდა ქმარს, შახაბუდან ახმედს.

დედამ ალბათ თავის შიდა ინსტიქტით და ვარაუდით ქმარს აუხსნა, რომ სამშობიარო სახლში იწვა ქალი, ბოდოდან(ეთნიკური ჯგუფი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთიდან) და ბავშვი საოცრად წააგავს მას.


"მე არ დავუჯერე, ის კი მაინც თავისას ამტკიცებდა"-აღნიშნა ქმარმა.

სალმა პარბინმა აღნიშნა, რომ თავიდანვე ეჭვობდა, რომ ჯონაითი მათი შვილი არ იყო.


როდესაც ახმედმა სამშობიარო სახლის გამგეს ცოლის ეჭვები გაუმხილა, მან მამაკაცს ურჩია, ცოლი ფსიქიატრთან მიეყვანა.

imageფოტოზე:ახმედი, სალმა და ჯონაითი



ახმედმა უკან არ დაიხია და მოითხოვა იმ დღეს დაბადებული ბავშვებზე ინფორმაცია, ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა მიიღო პასუხი, დაიბადა სულ 7 ბიჭუნა: აქედან ერთი იყო ბოდოდან, მისი და იმ ქალის შვილი 5 წუთიანი სხვაობით დაიბადნენ და ორივე 3 კილოგრამს იწონიდა.


"ორჯერ ჩავედი მათ სოფელში, თუმცა არ მეყო გამბედაობა მათ სახლში შევსულიყავი, შემდეგ გადავწყვიტე წერილი მიმეწერა, გავუმხილე მიზეზი და ჩემი ტელეფონი დავუტოვე"-იხსნებს ახმედი.


ანილ და შევალი ბორო, რომლებიც ბიჭუნა რიანის ზრდიდნენ არც დაეჭებულან მანამდე სანამ ერთ დღესაც არ გადაწყვიტეს ოჯახები ერთმანეთს შეხვედროდნენ.

"როგორც კი ბიჭუნას შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ზეგამოჭრილი მამამისი იყო და ავტირდი, ჩვენ ბოდოს ხალხი ვართ, სახლის ნაკვთები სხვანაირი გვაქვს, უფრო მონღოლური"-იხსენებს შაველი ბორო.

imageოტოზე:შევალი და რიანი



ახმედის დაჟინებული მოთხოვნით სამშობიაროში დაიწყო ინციდენტის შესწავლა, სამშობიარო სახლის მუშაკები დაბეჯითებით უარყოფდნენ შეცდომას, ამის შემდეგ ახმედმა გადაწყვოტა დნმ-ს ანალიზის ჩაბარება, პასუხი 2015 წლის აგვისტოში მოვიდა, რამაც დაადასტურა შეცდომა.

ამის შემდეგ ახმადმა პოლიციას მიმართა, დაიწყო გამოძიება, რომელიც 2 წელიწადი გაგრძელდა, განმეორებითი ტესტები ჯერ კოლკატას(იგივე კალკუტა) ლაბორატორიაში უნდა მომხდარიყო, მაგრამ უარი თქვა ანალიზზე საკანცელარიო ლაფსუსის გამო, ხოლო შემდეგ გუვაჰატის ლაბორატორიაში.შედეგები 2017 წლის ნოემბერში მოვიდა.


ამის შემდეგ ოჯახებმა სასამართლოს მიმართეს ბავშვების გაცვლის მოთხოვნით, 2018 წლის 4 იანვარს გაიმართა სასამართლო, მაგრამ ბავშვებმა უარი თქვეს ნამდვილ ოჯახში დაბრუნებაზე.


"ჯონაითი ტიროდა, ის ჩემ სიძეს კისერზე ეხევოდა და არ უნდოდა მისი მიტოვება"-აღნიშნა სალმა პარბინმა.


"მოსამართლემ გამოგვიცხადა, რომ შეგვიძლია ბავშვები გავცვალოთ, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ადვილი არაა, სამი წელი ვზრდიდით მას."

image

რიანიც ჩახუტებული იყო შევალი ბოროზე, სლუკუნებდა და უარს ამბობდა სადმე წასვლაზე.


ანილ ბორომ აღნიშნა, რომ ბავშვები ძალიან პატარები არიან და ვერ აუხსნი თუ რა მოხდა სინამდვილეში.


24 იანვარს გაიმართა დამატებითი სასამართლო, განაჩენის მიხედვით ოჯახები ერთმანეთის შვილებს გაზრდიან.


, image


იხილეთ აგრეთვე

image

1
227
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
2018, 29 იანვარი, 23:27
:D
0 1 1