სხვა კატისა და გამათბობლის სიყვარულის ისტორია 2018, 28 იანვარი, 23:07
ბოლო დროს ძალიან აცივდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაბალმა ტემპერატურამ რეკორდები მოხსნა. ასეთ დღეებში ყველა ეძებს გათბობის საშუალებას.
გამონაკლისი არც იაპონიაა, მაგრამ ტოკიოში მხოლოდ ადამიანები კი არ იყინებიან, კატა ბუსაომაც იგრძნო სიცივე და თავისი გათბობის საშუალებაც იპოვა. მას გამათბობელი შეუყვარდა.
"იაპონიაში ახლა ძალიან ცივა. მას, უბრალოდ, მეტი სითბო სჭირდება", ამბობს რიუჯი ტანი, ბუსაოს პატრონი.
რიუჯი ტანიმ ბუსაო იბარაკის ქუჩაში (სადაც ცხოვრობს) იპოვა და აიყვანა. "ბუსაო უპატრონო კატა იყო", - ამბობს ის, - "ვფიქრობ, დაახლოებით 9 წლის იქნება". რიუჯი ტანი რეგულარულად აქვეყნებს ბუსაოს ფოტოებს სოციალურ ქსელებში. კატა უკვე პოპულარული გახდა იაპონიაში და ნელ-ნელა სახელს სხვა ქვეყნებშიც ითქვამს. ბუსაომ მთელი ზამთარი ერთ ადგილას, გამათბობლის გვერდით გაატარა. იხილეთ ამ "წყვილის" ფოტოები. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 41 2-ს მოსწონს
|