x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჭარბი წონის მიზეზები და მისი მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდები

image

სხეულის ჭარბი წონის კორექცია არა ერთი ადამიანის ზრუნვის საგანს წარმოადგენს. ჭარბი წონა საშიში ხდება ადამიანის ჯანმთელობისათვის და ზოგჯერ, სიცოცხლისათვის. მას ხშირად თან სდევს სხვადასხვა დაავადებები, როგორიცაა, გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სახსრების პათოლოგიები და სხვა. შესაბამისად მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 12-15 წლით.

სიმსუქნის გამომწვევ ძირითად მიზეზს წარმოადგენს ჭარბი კვება (დაახლოებით 60-80-% შემთხვევებში). თუმცა სიმსუქნე შესაძლოა გამოწვეული იყოს:

1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევით;

2. სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებებით;

3. მარეგულირებელი ცენტრების დაზიანებით;

4. ფსიქოსომატური მდგომარეობით.

სიმსუქნის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა,

სიმსუქნეს ძირითადად კონსერვტიული მეთოდით მკურნალობენ, ეს არის დაბალკალორიული, მკაცრად კონტროლირებული დიეტა, რომელიც ხშირად ვერ იძლევა მდგრად დადებით ეფექტს. ამის მიზეზი შემდეგია : დიეტის დროს ცხიმოვანი უჯრედი კი არ ქრება, არამედ პატარავდება. კვების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნების შემდეგ კი ის სწრაფად შეივსება და კვლავ იზრდება. ბუნებრივია, როდესაც ჭარბი წონის მიზეზი ნერვული ან ენდოკრინული ხასიათსაა, მას კვების რეჟიმის შეცვლა ვერ გამოასწორებ.

თანამედროვე მედიცინის უახლესი მეთოდები ითვალისწინებს კომპლექსურ მკურნალობას ყველა სიმპტომის განკურნებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს კვლავ ჭარბი წონის განვითარების რისკს. ასეთი მეთოდები მოიცავს:

1. პრესოთერაპია;

image

2. მიოსტიმულაცია;

image

3. ულტრაბგერითი კავიტაცია;

image

4. კრიოლიპოლიზი;

image

ამ მეთოდების ან მათი კომპლექსური გამოყენება იძლევა ყველაზე პოზიტიურ შედეგს წონის კორექციისათვის და მისი მიზეზების აღმოსაფხვრელად.

ასევე დგაინტერესებთ:

1. როგორ ვიკვებოთ სწორად - მარტივი და ეფექტური წესები

2. გჭირდებათ თუ არა წონაში დაკლება - გამოთვალეთ თქვენი სხულის მასის ინდექსი

0
350
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0