x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტუდენტური პრობლემები ანუ როგორ ჩავაბაროთ გამოცდები მარტივად?

image

რა თქმა უნდა, მხოლოდ ფსიქოლოგია ვერ დაგეხმარებათ გამოცდაზე წარმატების მიღწევაში. ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო და ეს პროცესი უფრო ეფექტური და შედეგიანი შეგვიძლია გავხადოთ. მისი არსი ფსიქოლოგიურ განწყობაში, გამოცდის წამატებულად ჩაბარების ტექნოლოგიის ცოდნაში, კონცენტრაციისა და შიშის დაძლევის უნარში მდგომარეობს.

გამოცდების პერიოდში აუცილებლად დაიცავი დღის სათანადო რეჟიმი.

წინადღეს არ დაიწყო ტექსტების უაზრო დაზეპირება. მომზადება უმჯობესია დაასრულო გამოცდამდე 17-18 საათით ადრე.

წინა საღამოს შეეცადე დაკავდე დამამშვიდებელი საქმიანობით, შეგიძლია გაისეირნო სუფთა ჰაერზე. მოიწყვე განტვირთვა.

გამოცდის წინაღამეს ადრე უნდა დაწვე და კარგად გამოიძინო. ეს აუცილებელია!

გამოცდისთვის აუცილებელია საკუთარ ძალებში სათანადო რწმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღებულობ უფრო დაბალ შეფასებას, ვიდრე იმსახურებ.

დაიმახსოვრეთ: შიშის დაძლევისთვის გამოყენებული ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატი არა მხოლოდ დაგამშვიდებთ, არამედ, შეაფერხებს თქვენი ორგანიზმის მუშაობას, მათ შორის, აზროვნების პროცესსაც.

image

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0