x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე უცნაური სათამაშოები, რომლებიც ბავშვებისთვის დამზადდა, ნამდვილად გაგაღიზიანებთ
კონკრეტულად ვინ და როდის შექმნა პირველი სათამაშო, ჩემთვის უცნობია, თუმცა საუკუნეებს ითვლის ფაქტი, რომ ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის სათამაშო ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თამაში ბავშვის ფსიქიკური და მოტორული განვითარების მთავარი გზაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველ წელს.


თავიდან მხოლოდ ხისგან დამზადებული სათამაშოები და თოჯინები არსებობდა, თუმცა დღეს ნამდვილად გვაქვს მათი მრავალფეროვნებით ტკბობის საშუალება და ფუფუნება.


კარგად ვიცით, რომ თავდაპირველად საჩხარუნო სათამაშოები ჭირდება ბავშვს, მომდევნო ეტაპს კი უკვე პირამიდები და რგოლები ანაცვლებს, რომლებიც უნდა იყოს მკვეთრი ფერების, რათა ადვილად მოახდინოს მათზე ბავშვმა ფოკუსირება. კარგია ასევე 5–6 თვიდან მუსიკალური სათამაშოები, რომელზე დაკვრას და თითების გამოყენებას სწავლობს ბავშვი. თუ სათამაშოს აქვს მეტი დამატებითი წვრილი დეტალი, რომელიც ადვილად არ ძვრება, თუმცა ექნება საშუალება მათ შეეხოს, ეს ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს მის სენსორულ განვითარებას. ასევე შეგიძლიათ წლამდე ბავშვს ზღაპრების წიგნებიც მისცეთ ილუსტრაციებით, რომელიც იქნება სქელი მუყაოსი და ადვილად ვერ დახევს, მნიშვნელოვანია ასევე აქედანვე ასწავლოთ მათ წიგნის სიყვარული. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მშობლების ჩართვა თამაშის პროცესში.


ეს ის მნიშვნელოვანია ცნობებია, რაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვის სწორად განვითარებისთვის, თუმცა არსებობს სათამაშოებიც, რომლებიც ცნება "საბავშვოს" ჩარჩოებს არსებითად ცდება, ხოლო მშობლები, რომლებიც აცდენილები არიან ბავშვზე სათანადო ზრუნვას, სიამოვნებით ყიდულობენ მათ.



მოდით ვნახოდ კრებული, სადაც თავმოყრილია ის უცნაური და ამაზრზენი სათამაშოები, რომლებიც ბავშვებისთვის დამზადდა და ბევრ თქვენგანს გააღიზიანებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
198
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0