x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო მას შემდეგ,როდესაც მიხვდა,რომ სმს-ის ადრესატი შეეშალა
image

17 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, როდესაც ადრესატი შეეშალა სმს-ის გაგზავნის დროს.გოგონას მესიჯი დაქალისთვის უნდა გაეგზავნა, მაგრამ სმს-ი მის შეყვარებულს მიუვიდა.


საუბარია კოლეჯის სტუდენტზე, 17 წლის შარლოტა გაიზე(Charlotte Guy), რომელსაც სურდა თავის საიდუმლო დაქალისთვის გაენდო იმის შესახებ, რომ თავის ბოიფრენდს ღალატობდა, თუმცა გზავნილი მიუვიდა 20 წლის ჯეკ ჰარსტს(Jack Hurst), რომელთანაც გოგონას სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.

image


როდესაც მიხვდა გოგონა, რომ სმს-ი გაიგზავნა და შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი იყო, შეყვარებულს მეორე წერილი მისწერა:"მშვიდობით და გთხოვ მაპატიო".

უფრო მოგვიანებით შარლოტამ მეორე წერილი დაწერა:"მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ ვეღარ მიტან ჩემთვის აუტანელია."


წერილის წაკითხვის შემდეგ ჰარსტმა სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა, გეოლოკაციის მეშვეობით მათ გოგონას ადგილსამყოფელი აღმოჩინეს.17 წლის შარლოტა ხეზე იყო ჩამოკიდებული უიგანში (დიდი მანჩესტერი)წმ. იოანეს სახელობის კოლეჯის მახლობლად.

image

როგორც გაირკვა, თვითმკვლელობის წინ გოგონამ ალკოჰოლი და ნარკოტიკები მიიღო, რომელიც მანამდე არასდროს მოუხმარია.


"კოკაინის მოხმარებამ, რომელიც მას ადრე არასოდეს გაუსინჯავს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზეგავლენა მოახდინა"-აღნიშნა ალან უოლშმა, რომელიც გოგონას სიკვდილის გარემოებებს იძიებს.

image


image

იხილეთ აგრეთვე

0
1391
14-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0