x
მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კადრები ფილმებიდან
კაკუნი სამოთხის კარზე

ადამინებმა მოიფიქრეს რომ კონო-ფილმები გადაეღოთ, იმისთვის რომ გამოგონილი თუ ნამდვილი ამბები უკეთ გადმოეცათ, “ჰეფი ენდებით'' ოცნებები აეხდინათ და უბრალოდ ცხოვრება გაეხალისებინათ.

ვფიქრობ ფილმების უმეტესობა არაა მხოლოდ იმიტომ რომ გავერთოთ. ამ ფილმებიდან ბევრი რამის სწავლაც შეიძლება.

ფილმების შინაარსებსა და გენიალურობაზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ კადრები რამდენიმე ფილმიდან რომლებიც ჩემი აზრით დასამახსოვრებელი, ემოციური, გადამწყვეტი და ბევრის მთქმელია.


კადრი რიდლი სკოტის გენიალური ფილმიდან “kingdom of heaven" - “ზეციური სამეფო''. კადრში ჩანს იერუსალიმის ცველის - “ბალიანის" და მისი მცირე რაზმის თავგანწირვა იერუსალიმამდე მყოფი ერთ-ერთი ციხესიმაგრის დასაცავად. ამ მომენტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა მთავარი გმირის შემდგომი მოქმედებები და ისტორიის განვითარება.

kingdom of heaven

კადრი სტივენ სპილბერგის ფილმიდან “saving private ryan" - “რიგირთი რაიანის გადასარჩენად'' კადრი შემაჯამებელია და გვაჩვენებს რიგითს და მის გადასარჩენად თავგაწირულ კაპიტანს. და კითხვა რომელიც რიგითს მთელი ცხოვრება თან გაყვება. დაიმსახურა თუ არა მან ის ყველაფერი რაც სხვებმა მისთვის გააკეთეს?

Saving Private Ryan

კადრი ყველასთვის საყვარელი ფილმიდან “აწყვეტილები" - “ფორსაჟი" ფილმის ამ ნაწილის გადაღებების დროს გარდაიცვალა მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი პოლ ვოლკერი. ეს არის კადრი რომლითაც გვაჩვენებენ თუ როგორ წავიდა ის სხვა გზით და ჩამოშორდა მეგობარს. გზის ამ გაყოფას და მანქანების დაშორებას რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანების დაშორებით გამოწვეული სევდა მაყურებლამდე მოაქვს.

Furious 7

შეუძებელია ეს ფილმი ნახო და ამ კადრმა გულგრილი დაგტოვოს. კადრი საოცარი ფილმიდან “se7en'' - “შვიდი'' ახალგაზრდა ბრედ პიტი შესანიშნავად გადმოსცემს იმ ტკივილს რაც შეიძლება განიცადოს ადამიანმა საყვარელი ადამიანის მოულოდნელი დაკარგვით, თან იმ მომენტში როდესაც ამ ფაქტს იაზრებ და მის ნამდვილობას ბოლომდე ვერ იჯერებ.

se7en

შემდეგი კადრი სტივენ კინგის გენიალური წიგნის ეკრანიზაციიდან. ფილმი “the green mile'' - “მწვანე ბილიკი'' თავისი შინაარსიათა და მსახიობების გასაოცარი ოსტატობით ყველასთვის საყვარელია. ეს კადრი მთავარი განმსაზღვრელია მთელი ისტორიის. კადრში ჩანს ატირებული ჯონ კოფი, რომლის სახელიც სასმელს გავს მაგრამ სხვანაირად იწერება, და ორი გარდაცვლილი გოგონა, რომელთა გადარჩენასაც იგი ცდილობდა თუმცა ამ მოქმედებაბ კოფი ელექტრო სკამამდე მიიყვანა.

The Green Mile

და ბოლოს კადრი რომელიც ვფიქრობ ოცნების ასრულებასთან და ბოლომდე ბრძოლასთან ასოცირდება. რამდენად შეიძლება შეიცვალოს ადამიანის ქცევები მაშინ როცა იცის რომ განსაზღვრულ დროში გარდაიცვლება? რამდენად შეიძლება შეიცვალოს ასეთ დროს პრიორიტეტები? მოკლედ უბრალოდ კადრი ფილმიდან “knockin' on heaven's door'' - ..კაკუნი სამოთხის კარზე''

Knockin

აქვე იხილეთ:

ვაჟა-ფშაველასეული საოცარი შედარებები

წვიმა, თოვლი, მზე და საქანელები...

ნაღვარევიდან კრწანისამდე


0
179
4-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0