x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
28 წლის მოდელი "კარაოკე ბარში სიმღერის" დროს გადავარდა და ორ დღეში გარდაიცვალა. მისი მამის საქციელი გაგაოგნებთ!
რა მოხდებოდა მაშინ, წინასწარ რომ ვიცოდეთ ჩვენი უკანასკნელი დღე? ალბათ გაწონასწორებული ადამიანიც აფორიაქდებოდა; ან ბოლო დღეს ათას სისულელეს ჩაიდენდა. მაგრამ, რა მოხდებოდა, წინასწარ საშინელი საფრთხის შესახებ რომ გვცოდნოდა? ბუნებრივია, რომ ყველა გზით შევეცდებოდით მის თავიდან აცილებას. სამწუხარო ის არის, რომ ამ კითხვების დასმა 28 წლის მოდელისთვის ვერავინ მოასწრო, რადგან ერთ-ერთი ტრადიციული საღამო, მისი სიხარულის უკანასკნელი აღმოჩნდა.


image


სინგაპურში, 28 წლის მოდელი Karen Stella Wong-ი ერთ საღამოს ტრადიციულად გაემართა მეგობრებთან ერთად კარაოკე ბარში, სადაც მას შეეძლო კარიერის გარდა, თავისი გატაცებით ტკბობა, სიმღერა. ვერავინ იფიქრებდა, რომ 12 დეკემბრის გართობა მისთვის შესაძლოა ფატალური გამხდარიყო.


image



მეგობრებთან ერთად ბევრი იცეკვა, ბოლოს კი იმღერა კიდეც, თუმცა სიმღერის პროცესში თავი შეუძლოდ იგრძნო, მალევე კი მარჯვენა მხარე დაუბუჟდა, რასაც თან ახლდა თავის საშინელი ტკივილი და კარენი გადავარდა. ის მაშინვე გადაიყვანეს სინგაპურის General Hospital-ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მისვლისთანავე კომაში ჩავარდა და ორ დღეში გარდაიცვალა. (სხვა წყაროების გადმოცემით 3 დღეში).


რამდენიმე დღეში მიიღეს მშობლებმა ექიმებისგან გარდაცვალების მიზეზი. მწვავე ინტრაკრანიალური ჰემორაგია, რომლის დროსაც სისხლდენა ქალას შიგნით ხდება- ეს იყო დიაგნოზი.


მამის თქმით, გენეტიკურად არ ახასიათებდათ მსგავსი დაავადება, თუმცა იხსენებს, რომ ზოგჯერ კარენს აწუხებდა თავის ტკივილი, რაც სრულიად ბუნებრივად მიაჩნდათ. ექიმის თქმით კი თავის ტკივილი ჰემორაგიის ერთ-ერთი სიმპტომია.


ქალაქ სინგაპურის კანონის თანახმად, რომელიც 1987 წელს მიიღეს და შევიდა ძალაში, 21 წლიდან და ზევით პირები, რომლებიც სინგაპურის მოქალაქეები არიან და საავადმყოფოში გარდაიცვლებიან, საავადმყოფოს აქვს უფლება მათი ორგანოები (გული, ღვიძლი, თირკმელი და რქოვანა) გადასანერგად დაიტოვოს.


28 წლის მოდელი, რომელიც დედისერთა იყო, იუმორით, მხიარული და ამბიციური ხასიათით გამოირჩეოდა. გიჟურ თავგადასავლებს და ცხოვრების სტილს კი განებივრებულ ერთადერთ შვილს, მშობლები ყოველთვის პატიობდნენ, თუმცა იმას, რომ ასე მალე დატოვებდა სამყაროს, ვერასოდეს წარმოიდგენდენ.


imageimage


გარდაცვალების შემდეგ, მამის ნებართვით გოგონას ორი თირკმელი და ღვიძლი გადასანერგად გადაგზავნეს, რამაც სამი უცნობის სიცოცხლე იხსნა.




1
683
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
683
  
2018, 29 იანვარი, 9:32
კარგად მოქცეულა
0 1 1