x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
შფოთვითი აშლილობები და მათი მკურნალობის გზები

image
შფოთვითი აშლილობები ფსიქიკურ აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ხასიათდება შფოთვითა და შიშით. შფოთვა ესაა მომავალზე ნერვიულობა, ხოლო შიში არის რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე. არსებობს სხვადასხვა სახის შფოთვითი აშლილობები: განვიხილავ გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას და პანიკურ აშლილობას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა ხასიათდება გადაჭარბებული და
გაზვიადებული შფოთვითა და ნერვიულობით ყოველდღიურ მოვლენებზე
კონკრეტული მიზეზის გარეშე. ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, ყოველთვის ელიან კატასტროფას და მუდმივად ნერვიულობენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფულზე, ოჯახზე, სამსახურსა თუ სასწავლებელზე. შედეგად:
შფოთვა ართულებს ყოველდღიური აქტივობების განხორციელებას და
პასუხისმგებლობების შესრულებას, იწვევს პრობლემებს ურთიერთობებში,
სამსახურში და სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ასპექტებში.ეს სიმპტომები არ უკავშირდება რაიმე სამედიცინო მდგომარებას და არ არის ნივთიერებაზე დამოკიდებულების შედეგი (წამალი, ალკოჰოლი თუ ნარკოტიკი). ასევე, ეს სიმპტომები ვერ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით.

სიმპტომები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე და ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური სიმპტომებიც:
o გადაჭარბებული, მუდმივი ნერვიულობა და დაძაბულობა
o პრობლემების არარეალისტური ხედვა
o მოუსვენრობის ან მღელვარების შეგრძნება
o გაღიზიანებადობა
o კუნთების დაჭიმულობა
o თავის ტკივილი
o ოფლიანობა
o კონცენტრაციის პრობლემები
o საპირფარეშოს გამოყენების ხშირი მოთხოვნილება
o დაღლილობის შეგრძნება
o ჩაძინების პრობლემები
გამომწვევი მიზეზები
ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას, ცნობილი არ არის, მაგრამ გამოყოფენ გარკვეულ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს მათ განვითარებას, ესენია: გენეტიკა, გარემოში არსებული სტრესორები და თავის ტვინში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
დიაგნოსტირება
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი ისმება ფსიქიატრის ან
ფსიქოლოგის მიერ. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს სიმპტომების სამედიცინო
მიზეზები. ფსიქოლოგს შეუძლია სიმპტომების შემოწმება, ხოლო ფსიქიატრმა,
შესაძლოა, დანიშნოს მედიკამენტი.
მკურნალობა
o მედიკამეტები: არსებობს მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში და ეს მედიკამენტები
ეხმარება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელთა შფოთვაც სერიოზულად
აფერხებს მათ ყოველდღიურ ფუნქციონირებას გარემოში.
o ფსიქოლოგიური კონსულტაცია: შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები
ხშირად მიმართავენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, ეს მეთოდი მათ
ეხმარებათ, უფრო რეალისტურად შეხედონ პრობლემებს.
o რელაქსაციის ტექნიკები, როგორიცაა ღრმად სუნთქვა, ეხმარება ადამიანებს
სხეულებრივი დაძაბულობის მოხსნაში, რაც ხშირად თან ახლავს
გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას.
პანიკური აშლილობა
პანიკური შეტევები ესაა ტერორის უეცარი შეგრძნებები, რომლებიც ჩნდება
მოულოდნელად. ეს ეპიზოდები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ მომენტში, მათ შორის, ძილის დროსაც. პანიკური აშლილობის მქონე ადამიანებს შეიძლება ეგონოთ, რომ მათ აქვთ გულის შეტევა ან გიჟდებიან. შიში, რომელსაც პანიკური შეტევის დროს ადამიანი განიცდის, არ შეესაბამება რეალურ საფრთხეს და შეიძლება საერთოდ არ იყოს კავშირში გარემოში მიმდინარე მოვლენებთან. ადამიანები პანიკური აშლილობით განიცდიან შემდეგ სიმპტომებს:
o გულისცემის მკვეთრი აჩქარება
o სისუსტის, გულისრევის ან თავბრუსხვევის შეგრძნება
o ტერორის შეგრძნება, შიში, რომ შეიძლება მოკვდნენ
o ოფლიანობა
o გულმკერდის არეში ტკივილები
o სუნთქვის პრობლემები
o კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
პანიკური შეტევები, როგორც წესი, ხანმოკლეა, 10 წუთზე ნაკლები დროით
ვლინდება, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. ადამიანები, რომელთაც ერთხელ ჰქონიათ პანიკური შეტევა, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, რომ მომავალშიც განუვითარდებათ პანიკური შეტევა, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც არასოდეს ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა. თუ პანიკურ შეტევებს განმეორებითი ხასიათი აქვს და ადამიანი შიშობს, რომ კიდევ ექნება მსგავსი ეპიზოდები, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, სპეციალისტმა დასვას პანიკური აშლილობის დიაგნოზი.

გამომწვევი მიზეზები
ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანებს უვითარდებათ პანიკური აშლილობა, რომლებსაც ბიოლოგიური მოწყვლადობა აქვთ პანიკური შეტევების მიმართ და რომლებიც ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ხვდებიან (დაოჯახება, შვილის ყოლა, პირველი სამსახურის დაწყება). ისინი, ვისაც აქვთ პანიკური აშლილობა, მეტი რისკის ქვეშ არიან, რომ განუვითარდეთ დეპრესია, ჰქონდეთ სუიციდის მცდელობა ან გახდნენ ნივთიერებაზე დამოკიდებულნი (ალკოჰოლი, ნარკოტიკი).
მკურნალობა
ფსიქოთერაპია და მედიკამენტები - ერთ-ერთი ან ორივეს კომბინაცია ითვლება
პანიკური აშლილობის მკურნალობის გზად.

0
556
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0