x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სტალინის შვილთაშვილმა "სტალინის სიკვდილის" გადამღებს არაადამიანი უწოდა
imageსტალინის შვილთაშვილმა, მხატვარმა იაკობ ჯუღაშვილმა არაადამიანები უწოდა ინგლისური კომედიის, "სტალინის სიკვდილის" შემქმნელებს.ამის შესახებ ჯუღაშვილმა რადიო "Говорит Москва"-ს ეთერში განაცხადა.

image

"რით გავაკრიტიკო ეს არაადამიანები?როგორ შეიძლება ჩავთვალო ხალხად ეს არსებები, რომლებისთვისაც სიკვდილი სიცილის საგნად არის ქცეული?".

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერიც კიმ ირ სენიც დიქტატორი და ტირანი იყო, მაგრამ მსგავსი კომედიის გადაღებას მის სიკვდილზე ვერავინ გაბედავდა, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ დავრთეთ ნება.



საკუთარი აზრი გამოთქვა ხრუშჩოვის შვილმაც, სერგეი ხრუშჩოვმაც:

"ცრუ და დამახინჯებული, დამამცირებელი წარმოდგენა წარსულზე, ცუდად იმოქმედებს ახალგაზრდა თაობაზე და ბუნებრივია მთლიანად ქვეყანაზე, ეს ძალიან სახიფათოა."

როგორც ცნობილია, რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული სატირული კომედიის "სტალინის სიკვდილი" კინოგაქირავებიდან ამოღება მოითხოვა. ფილმის ჩვენება რუსეთში 25 იანვარს უნდა გამართულიყო, კულტურის სამინისტრომ ფილმი დამატებითი იურიდიული ექსპერტიზისთვის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნა.



თუმცა აკრძალვის მიუხედავად მოსკოვის ერთ-ერთ კინოთეატრ "Пионер"-ში ფილმი მაინც გადის. სეანსიდან გამოსული მაყურებელი ძალზე კმაყოფილია და ბევრიც იცინეს.


"ბევრი ვიცინეთ, სამწუხაროა და მრცხვენია კიდეც, რომ ჩვენ არ გადავიღეთ სგავსი ფილმი"-განუცხადა ხანშიშესულმა მაყურებელმა გამოცემა "Коммерсант"-ს.

image


"სტალინის სიკვდილი "(The Death of Stalin)--შოტლანდიელი სცენარისტისა და რეჟისორის არმანდო იანუჩის ახალი სატირული კინოკომედიაა.
ფაბიენ ნურის გრაფიკულ რომანზე დაფუძნებული ფილმი 1953 წელს სტალინის უეცარ სიკვდილსა და ამ მოულოდნელობით გამოწვეულ პოლიტიკურ ქაოსზეა, რასაც კომუნისტური პარტიის ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფა მოჰყვა.


0
215
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0