x
„დროა სტალინი გადავასაფლავოთ!“
ქსენია სობჩაკი

ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მოვიდა დრო სტალინის ნეშთის გადატანისა.

„სტალინი 65 წლის წინ მოკვდა, ის მოსკოვის ცენტრშია დამარხული - დროა მისი ნეშთის გადატანისა. მისი ადგილი ისტორიაშია, ჰიტლერის, კადაფის და სხვათა გვერდით, რომელთა საფლავების მდებარეობა უცნობია. მე ვიტყოდი, რომ ის ცოცხალია მხოლოდ იმ ადამიანების გულებში, ვინც მას იცავს, მაგრამ მე მგონია, რომ მათ გული არ აქვთ. აი, სტალინზე ხუმრობის აკრძალვა კი ზღვარს გადასულია“, - წერს სობჩაკი.

სობჩაკმა ასევე მიმართა რუსეთის ფედერაციის კულტურის და შეახსენა, რომ რუსეთში ცენზურა აკრძალულია.


„კონსტიტუციაში ჩამოთვლილია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ყველა შემთხვევა და არაფერია ნათქვამი „სტალინისტების გრძნობების შეურაცჰყოფაზე“. ნუ გეშინიათ ფილმის ჩვენების. ვისაც არ მოსწონს - ნუ ნახავს. ჩვენ საარჩევნო შტაბში, უახლოეს დღეებში, ამ ფილმის ჩვენებას ვაპირებთ“, - განაცხადა სობჩაკმა.

სობჩაკის ეს კომენტარები რუსეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, გაქირავების უფლება ჩამოერთვა ბრიტანულ სატირულ კომედიას „სტალინის სიკვდილი“. ეს ფილმი რუსეთის გაქირავებაში 25 იანვარს უნდა გასულიყო, მაგრამ მინისტრმა განაცხადა, რომ უფროსი თაობა ამ ფილმს აღიქვავს როგორც მთლიანად საბჭთა წარსულზე შეურაცჰყოფილ დაცინვას და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი მისი ჩვენება.

ეს ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების კომიქსის მიხედვით და მოგვითხრობს სტალინის სიკვდილის შემდეგ თანამდებობისათვის ბრძოლაზე.


1
537
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
537
  
2019, 16 იანვარი, 7:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1