x
„შენ ხარ გემრიელი“ - ამ სიტყვებმა მინისტრს თანამდებობა დაატოვებინა

მინისტრი გადადგა

კანადაში მორიგი სკანდალია. კანადის სპორტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამინისტროს ხელმძღვანელი კენტ ჰეირი თანამდებობიდან გადადგა. მას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი.

გაირკვა, რომ კენტი კოლეგასთან ერთად ლიფტით მგზავრობდა როდესაც ქალს „გემრიელი“ - U're yummy უწოდა. ეს ფაქტი 2008-2015 წლებში მოხდა, მაშინ როდესაც კენტი პროვინცია ალბერტში მუშაობდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როგორც გაირკვა, მინისტრმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანადის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0