x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბოტოქსით დაბერილი აქლემი კონკურსიდან მოხსნეს

ბოტოქსით დაბერილი აქლემი

საუდის არაბეთში ყოველწლიურად ტარდება აქლემების ფესტივალი, საპრიზო ფონდი ათობით მილიონი დოლარია, სწორედ ამიტომ, აქლემების მეპატრონეებმა ეშმაკობას მიმართეს და აქლემებს ტუჩებსა და ლოყებში ბოტოქსი შეუყვანეს. მათი აზრით, „დაბერილი“ აქლემები უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს ეშმაკობა კონკურსის ორგანიზატორებმა მალე შეიტყვეს. ამიერიდან აქლემებს ვეტექიმები შეამოწმებენ.

წელს აქლემების ფესტივალი სპეციალურად აშენებულ კომპლექსში ჩატარდება და განსაკუთრებით მასშტაბური იქნება. აქლემები ერთმანეთს არა მარტო სილამაზეში, არამედ სისწრაფეშიც შეეჯიბრებიან. გარდა ამისა, მაყურებლებს შესთავაზებენ აქლემის რძისგან სხვადასხვა წესით დამზადებულ ყველს და აქლემის ბეწვის ნაკეთობებს.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0