x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასარგებლო და გემრიელი სალათი სწრაფად და მარტივად
image

გთავაზოთ სასარგებლო და ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტს, რომელიც საკმაოდ მარტივია გასაკეთებელ და არც ბევრი დრო სჭირდება. იგი შეგიძლიათ თან წაიღოთ ოფისში ლანჩისთვის.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

1. ბროკოლი - 200გრ.


2. ბულგარული წიწაკა - 2ც.

3. სტაფილო - 1ც.

4. ხახვი - 1ც.

5.ბარდა 100 გრ.

6. ბრინჯი - 200 გრ.

7. დაკონსერვებული სიმინდი - 100 გრ.

8. ბულიონის კუბიკი - 1ც.

9. მზესუმზირის ზეთი - 3 ს.კ

10. ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ

11. მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი წყალში გახსნილ ბულიონის კუბიკთან ერთად.

პარალელურად, დაბალ ცეცხლზე ზეთში მოთუშეთ დაჭრილი ბოსტნეული. გააჩერეთ 10 წთ ქურაზე. შემდეგ მასა შეურიეთ მოხარშულ ბრინჯს. მოაყარეთ მარილი და მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი. აცადეთ გაგრილება და გემრიელად მიიერთვით.

image

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0