x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რის სანაცვლოდ შესთავაზეს დონალდ ტრამპს ოქროს უნიტაზი?

image


ნიუ-იორკში მდებარე გუგენჰაიმის მუზეუმმა აშშ-ს პრეზიდენტს და მის მეუღლეს ვან გოგის შედევრის „თეთრ სახლში“ დროებით გადატანაზე უარი უთხრა. ტილო მუზეუმის კედლებს ვერ დატოვებს და „თეთრ სახლს“ არ დაამშვენებს, ასეთია საბოლოო გადაწყვეტილება. სანაცვლოდ, მუზეუმის მესვეურებმა ტრამპს ოქროს უნიტაზი შესთავაზეს!

ალტერნატიული შეთავაზება თანამედროვე მხატვრის მაურიციო კატელანის ქმნილებაა, სახელწოდებით „ამერიკა“. ეს ნატურალური ზომის უნიტაზია, რომელიც დამზადებულია 18 კარატიანი ოქროსაგან. მუზეუმის წარმომადგენელმა „თეთრ სახლს“ შეუთვალა, რომ უნიტაზი შესაძლებელია პრეზიდენტს განუსაზღვრელი დროით გადაეცეს. „ნაკეთობა ძალიან ძვირფასია და ამასთან ფაქიზი, მაგრამ ჩვენ მისი მოვლისთვის ყველა ინსტრუმენტსა და ინსტრუქციას მოვამზადებთ“, - განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა.

0
140
1-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0