x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ზაოტობა - არყის ხდის რიტუალი წლების მანძილზე გარკვეულ დღესასწაულად იქცა საქართველოში

imageსიტყვა ზაოტი (იგივე რუს. ზავოდი, ქარხანა) კახეთიდან მოდის და იქაური ზაოტი ვინმეს სახლში გამართულ სახდელ ქარხანას ნიშნავს, სადაც ყველას თავისი ჭაჭა მიაქვს და ერთად ხდიან. ხანდახან იმდენი ხალხი იყრის თავს, ხატობა გეგონება. ისმის ბავშვების ჟრიამული, არის ერთი ხორხოცი, ბევრი ხუმრობა, ისმება ბლომად ღვინო. რაც მთავარია, ყველა კარგ ხასიათზეა, ყველა ხარობს, არავინ ჩხუბობს.

ზაოტის პატრონს თავიდანვე ურიგდებიან ხოლმე და ყველა სოფელში სხვადასხვანაირი ტარიფებია. მაგალითად, თუკი შეშა შენია, შეიძლება 10 ლიტრიდან 1 დაუტოვო, თუ არა და მეტს მოგთხოვს. ზოგჯერ ფულსაც იხდიან ხოლმე. როგორც წესი, ზაოტობაზე წინა წლის ღვინოს სვამენ, თბილ ჭაჭას მხოლოდ გასინჯავენ ხოლმე, დაკლავენ ღორს, შეწვავენ მწვადს და მიდის რამდენიმედღიანი ქეიფი. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით დიდ სოფლებში (ბაკურციხე, შილდა, ახალსოფელი), როცა მეზობლები ზაოტობიდან ზაოტობამდე ვერ ხვდებიან ერთმანეთს და ისეც ხდება, რომ არყის ოხშივარი დამდურებულ მეზობლებსაც კი შეარიგებს ხოლმე.

image

ბარში უმეტესად გვიან შემოდგომაზე იწყებენ ხოლმე არყის ხდას. ზემო იმერეთსა და რაჭაში კი, ჭურში ჩაყრილ ჭაჭას ზოგჯერ მთელ ზამთარს ინახავენ და მხოლოდ ადრე გაზაფხულზე თუ დაიწყებენ სამზადისს (თუმცა არის შემთხვევები, საწნახელში რომ დაუტოვებიათ). როცა ჭაჭა მზადაა გამოსახდელად, იღებენ ქვევრებიდან და გამოხდას შეუდგებიან. წყალი უმთავრესია არყის გამოხდისას, რადგან თუკი მილი კარგად არ გაცივდა, არყის ნაცვლად ორთქლი გამოვა და მთელი მადლი დაიკარგება. ისეთ ადგილებში, სადაც წყალი ჭირს, თოვლის მოსვლას ელოდებიან და თოვლით აცივებენ, ზოგი წყაროსთან აწყობს სახდელს, სხვებს კი მილით შემოჰყავთ წყალი ან ჭით სარგებლობენ.

განაგრძეთ კითხვა

0
389
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0