x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რწყილი და ჭიანჭველას ახალი ვერსია–მიშა და ბიძინა
დიქტატორობდა, დახტოდა

სააკაშვილი ფანდალა,

და უშრომ–უზრუნველობით

მთელი ეს წლები ატარა.


მაგრამ, ბოლო დროს, როდესაც

ჩვენი ბიძინა გამოჩნდა,

შეკრთა მოცლილი მიშიკო,

შიშის მორევში აღმოჩნდა.

კარზე მიადგა ბიძინას,

ვედრებით:ჩემო ნათლია,

ნუ მომკლავ არჩევნებამდე,

ფული მომეცი მადლია.

ბიძინამ ჰკითხა:ეს წლები

როგორღა გაატარეო?!

–ვილხენდი, გამოვაყრუე

ტყუილით არემარეო.

–მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც,

ეს წლები იფარფაშეო,

მიბრძანდი ახლაც და სინჯე,

იტყუე, ითამაშეო.image

1
374
6-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან დეკანოიძე
დარეჯან დეკანოიძე
374
  
2018, 27 იანვარი, 22:12
მოიცა მოიცა რწყილი და ჭიანჭველა ის არ არის რო დაძმობილდნენ და გზას რომ გაუყვნენ? ეს მემგონი ჭრიჭინა და ჭიანჭველას ამბავია სახელი ზუსტად აღარ მახსოვს. შემთხვევით ჯეჯევაშლთმთქვლეფარამ ხო არ შეუცვალა სახელი?
0 1 1