x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირმის ხორცში აღმოჩენილია ზომბი-ვირუსი,რომელიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრება

image
ამერიკელი სპეციალისტების განცხადებით ვირუსი ცხოველებს მოსიარულე მკვდრებად აქცევს.


აშშ-ში დაფიქსირდა მკვლელი ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება ქვეყანაში, ინფექცია იმითაა სახიფათო, რომ იგი ცხოველებს მოსიარულე მუმიებად აქცევს, ხოლო ამ ვირუსის მთავარი მატარებლები ირმები არიან.

image

ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება, რომ ვირუსი შესაძლოა


ადამიანის მსგავს მაიმუნებსაც გადაედოს(ე.წ ანთროპოიდები)რა დროსაც თავისთავად ადამიანიც ვირუსის პოტენციური მსხვერპლი ხდება.


დაავადება იწვევს ტვინის უჯრედების კვდომას, შედეგად აშშ-ს ტყეებში უმიზნოდ დაეხეტებიან ირმები, რომლებსაც ავადმყოფური სიგამხდრე აღენიშნებათ, გამოირჩევიან სპეციფიკური სიარულით, უაზრო მზერით და მოულოდნელი აგრესიით.


პირველად ასეთი ცხოველები შეამჩნიეს ჯერ კიდევ 1967 წელს კოლორადოს შტატში, ამის შემდეგ სენი კიდევ 22 შტატში და კანადის ორ პროვინციაში გავრცელდა .

image

გაურკვეველი მიზეზებით ვირუსი დაფიქსირდა ნორვეგიაში და სამხრეთ კორეაში.


სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან მთლიანად ამოღებული იქნას ირმის ხორცი მენიუდან.

სხვათა შორის ამ ვირუსმა-მუტანტმა პროვოცირება მოახდინა დიდ ბრიტანეთში გასული საუკუნის 80-იან წლებში, რა დროსაც ცოფით დაავადდა ძროხები, ასეულობით ადამიანი დაიღუპა მაშინ, სპეციალისტებს ეშინიათ, რომ არ განმეორდეს ეს კოშმარი, ახლა უკვე მთელი პლანეტის მასშტაბით.


როგორც ტეხასის შტატის ცხოველთა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დოქტორი ანდი შვარცი აღნიშნავს "ეს არის სახიფათო ვირუსი, რომლის საინკუბაციო პერიოდი 17-დან 24 თვემდე გრძელდება, ცხოველებს ვირუსი ნერწყვის მეშვეობით გადაედებათ და დაავადების სიმპტომები მხოლოდ ბოლო სტადიაში იჩენს თავს."

image

"მართალია კველევის უმეტესობით დასტურდება, რომ ვირუსის მიმართ არსებობს მდგრადი ბარიერი, თუმცა ამ ბოლო ხანებში შეინიშნება, რომ ბარიერი აღარ არის ისეთი მდგრადი" ციტირებს The Sun-ალიასკის ქრონიკული დაავადებების სამსახურის ხელმძღვანელის, მეტ დანფის განცხადებას.


0
873
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
873
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0