x
image
lady.ge
ივლისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი - მთავარი მესიჯი, მოერიდეთ შორეულ მგზავრობას!

imageგიხაროდეთ ჩემო კარგებო! ივლისის თვე ზოდიაქოს ნიშანთა უმრავლესობას საკმაოდ ბევრ პოზიტივს ჰპირდება. ეს ის პერიოდია როცა დადგება დრო, დიდი ხნის გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად. ძველი ურთიერთობების "ახალი სიცოცხლე" კი არაერთ ჩვენგანს მისცემს ცხოვრებაში მეტ სტიმულს და სიხალისეს. ადამიანები გაცილებით მეტ გულისხმიერებას და მზრუნველობას გამოამღავნებენ ერთმანეთის მიმართ სწორედ ივლისის თვეში. თუმცა რამდენადაც დადებითად აისახება ზაფხულის "შუათანა" თვის ასტროლოგიური გავლენა ადამიანურ ემოციურ ფონზე, იმდენად ექსტრემალური მოვლენებით შეიძლება იყოს დატვირთული იგი ზოგადი გლობალურ-ეკოლოგიური თვალსაზრისით. ასე მაგალითად, ივლისის 25-31 რიცხვებში, პლანეტა იუპიტერი გადის მეტად საშიშ "კატასტროფების მონაკვეთს", ამასთან ერთად კი ამ ყველაფრის პარალელურად, აქტიური იქნება ამ დროს, საკმაოდ სერიოზული გავლენის მქონე ვარსკვლავი ალდერბარანი რომელსაც ასტროლოგები პლანეტა მარსისა და იუპიტერის გაერთიანებულ ბუენებას მიაწერენ.გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ცაზე მსგავსი (იუპიტერი-ალდერბარანი) კონფიგურაციისას მოხდა არაერთი ცნობილი კატასტროფა-მაგალითად ტიტანიკის ჩაძირვა, კურსკის ტრაგედია და ა.შ. აქედან გამომდინარე ასტროლოგები გვირჩევენ თავი შევიკავოთ შორ მანძილზე მგზავრობისგან, განსაკუთრებით გემით ან თვითმფრინავით.

0
1239
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0