x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
საბჭოთა კავშირის ყველაზე ლამაზი ,,ბოშა" ქალი
image

საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილმა ბოშამ თავისი შავი თვალებით მილიონობით ადამიანი დაატყვევა და ეკრანს მიაჯაჭვა. რათქმაუნდა, სინამდვილეში ის ბოშა არ ყოფილა, სამაგიეროდ ნიჭიერი მსახიობი და ულამაზესი ქალი გახლდათ-სვეტლანა ტომა.

სვეტლანა მოლდოვაში დაიბადა, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. მისი მამა ვორონეჟიდან იყო, ზოოტექნიკოსი გახლდათ და მოლდოვაში განაწილებით იყო სამუშაოდ ჩასული, დედა კი მოლდოველი იყო, ბესარაბიის კომუნისტური იატაკქვეშეთის აქტივისტი.

სვეტლანას ნამდვილი გვარი ფომიჩიოვა გახლდათ. უკვე პირველი კინოგადაღებისას სვეტლანა ბებიის გვარზე გადავიდა, რომელიც ფრანგი გახლდათ, გვარად ტომა. ფრანგი ნათესავები პატარა სვეტას ყოველ არდადეგებზე ელოდნენ ხოლმე.

მისი ოჯახის ეს ბურჟუაზიული ნაწილი ეტიკეტს მთელი სიმკაცრით იცავდა, რაც პატარა გოგონას, რომელსაც თამაში და სირბილი უნდოდა, არ მოსწონდა, თუმცა მოგვიანებით სვეტლანა მადლობელი იყო დედის ნათესავებისა, რრომელთა დამსახურებითაც მოუსვენარი გოგონა დახვეწილი მანერების მქონე ლედიდ გადაიქცა.


image

სკოლაში სვეტლანა კარგად სწავლობდა და კარგი ატესტატის დახმარებით კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო. ის უკვე იურისტის მკაცრ კოსტიუმზე ოცნებობდა, როცა ერთხელ ტროლეიბუსის გაჩერებაზე მასთან ერთი მსახიობი მივიდა, რომელმაც იცოდა რომ რეჟისორი ემილ ლოტიანუ ფილმისთვის “წითელი მდელოები" სწორედ სვეტლანასნაირ ტიპაჟს ეძებდა და გოგონას ფილმში მონაწილეობა შესთავაზა.

სვეტლანამ მხოლოდ ინტერესის გულისთვის გაიარა სინჯები და გადაღებაზე უარითქვა:“აბა რა მსახიობი გამოვა გუშინდელი სკოლის მოწაფისგან? "

მაგრამ რეჟისორი მას უკვე თავის ფილმში ხედავდა, არ დაიზარა გოგონას მშობლიურ ქალაქში გაჰყოლოდა და იქ მისი მშობლები დაარწმუნა, რომ სვეტლანა სილამაზის გარდა ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.

მშობლები დანებდნენ. იურისტობაზე ოცნება კი მაშინვე გაქრა, რაც სვეტლანა მიხვდა, თუ რა ჯადოსნური იყო კინემატოგრაფის სამყარო.

ემილ ლოტიანუ მკაცრი რეჟისორი გამოდგა. სვეტლანას ბოლომდე წურავდა. როგორც ამბობენ, იმისთვის, რომ მისი სიარული უფრო მსუბუქი და გრაციოზული გაეხადა, რეჟისორმა სვეტლანა ზურგით ჯოხზე მიაკრა, ფეხებზე კი 3 კილოგრამიანი გირები შეაბა.

image

გადაღებების შემდეგ ემილი შეიცვალა, მგრძნობიარე და ყურადღებიანი გახდა, ცდილობდა სვეტლანასთვის რაიმეთი ესიამოვნებინა. გოგონა კი თავიდან ვერც ხვდებოდა რომ მოწიფული(ემილ ლოტიანუ მაშინ 30 წლის იყო), თავდაჯერებული და ელეგანტური მამაკაცი მას ეარშიყებოდა. ამ ამბის დეტალებზე სვეტლანა დღესაც არ ლაპარაკობს, ამბობს, რომ წვრილმანები თავისთვის უნდა დაიტოვოს, მაგრამ არ უარყოფს, რომ ვნება იყო.

image

სვეტლანა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა საკმაოდ ცნობილი რეჟისორის წრეში მოხვდა. ბოჰემის ცნობილმა წარმომადგენლებმა, რომელთანაც ემილი მეგობრობდა, სვეტლანა თბილად მიიღეს. თავად რეჟისორს კი შეეძლო უცებ რაღაცაზე აფეთქებულიყო, ხმაურიანი წვეულებიდან წასულიყო და დაბნეული სვეტლანა უცხო სახლში მარტო დაეტოვებინა.

მორიგი ფილმის გადაღებისას ლოტიანუმ სვეტლანა მთავარ როლზე დაამტკიცა. სვეტლანა ამ დროს სხვა ფილმში იყო დაკავებული პეტერბურგში, თუმცა თანხმობა მაინც მისცა და მის გამოძახებას ელოდა. გადამღებმა ბრიგადამ კი მას ლოტიანუს მიერ გამოგზავნილი ტელეგრამა დაუმალა, რომ ფილმის გადაღების ვადები არ დარღვეულიყო.

ლოტიანუ ცოფებს ყრიდა, როცა სვეტლანა დანიშნულ დროს არ გამოცხადდა. მან არა მხოლოდ სხვა მსახიობი დაამტკიცა სვეტლანასთვის განკუთვნილ როლზე, თავად სვეტლანასთანაც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

ამ დროს კი სვეტლანას ცხოვრება თავისი გზით მიედინებოდა. ის ლენინგრადში დასახლდა, სადაც გადაღებებში მონაწილეობდა და სწავლობდა. დიპლომის აღების შემდეგ კი კურსთან ერთად ტირასპოლში გაემგზავრა, სადაც მისმა თანაკურსელმა ოლეგ ლაჩინმა მოულოდნელად ხელი სთხოვა. ამ ლამაზ, პოლონური წარმოშობის ცისფერთვალება ბიჭს სვეტლანა ადრე ვერც ამჩნევდა, მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. სვეტლანამ მასთან შეხვედრა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ოლეგი საოცარი ადამიანია.

image

წყვილს ტრადიციული ქორწილი ჰქონდა. მალე მათი გოგონა ირინაც დაიბადა, რომელიც დღეს თავადაც მსახიობია. მთელი ეს დრო, სანამ სვეტლანა ოჯახურ ცხოვრებას იწყობდა, ემილ ლოტიანუ მის ცხოვრებაში არ გამოჩენილა, ერთხელაც არ დაურეკავს. და უცებ ტომამ მისგან მოწვევა მიიღო ფილმის სინჯებზე. ფილმში “ლაუტარი" რეჟისორმა სვეტლანა მის მეუღლესთან ერთად გადაიღო.

ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოლეგი დაიღუპა, ის უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტკივილის გასაქარვებლად სვეტლანა უფრო და უფრო მეტ ფილმში იღებდა მონაწილეობას. მუშაობა გააგრძელა ემილ ლოტიანუსთანაც.მათი ბოლო ერთობლივი ნამუშევრიდან 10 წლის შემდეგ სვეტლანა რადას როლზე დაამტკიცეს ფილმში “ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება", რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა. ფილმი 112-მა ქვეყანამ შეიძინა.

image

ლოტიანუმ ის ცნობილ ადამიანად აქცია, ტომა არ მალავს, რომ მათ სიყვარული აკავშირებდათ, რომელიც შესაძლოა თვეობით შეწყვეტილიყო, სხვა ადამიანებთან ქორწინებას შეეწყვიტა, მაგრამ არასდროს ქრებოდა.

imageimageimageimage


თუმცა, სვეტლანას თქმით, ლოტიანუსთან ხასიათის შეწყობა და მასთან ცხოვრება რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურად დაქორწინებულნი არ ყოფილან და ერთმანეთისთვის ერთგულების ფიცი არ მიუციათ, მათი გაყრა მხოლოდ სიკვდილმა შეძლო. ემილ ლოტიანუ 2003 წელს გარდაიცვალა. სვეტლანა დღესაც აგრძელებს ფილმებსა და სერიალებში გადაღებას და დიდ დროს ატარებს შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

image




0
412
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0