x
image
alex999
Mediator image
კაცობრიობის მტრები - 10 საძულველი დიქტატორი და მათი სათანადო დასასრული!

მთავარია, ადამიანის სულში დემონმა არ გაიღვიძოს. ამ მოვლენის ასრულებაში ადამიანს ძალაუფლება ეხმარება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ზუსტად ასეთები იყვნენ დიქტატორები, რომლებმაც ადამიანებს მხოლოდ სისხლიანი ისტორია დაუტოვეს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ამ დიქტატორებზე, რომლებიც ცოდვების ოკენაში იხრჩობოდნენ და საბოლოოდ, როგორებიც იყვნენ, ისეთივე დასასრული ჰქონდათ...


1. ჰიდეკი ტოჟო - წარუმატებელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ჩამოახრჩვეს!


image


ფაშისტი გენერალი, რომელსაც ბრალად ედება ჩინეთში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ჩატარებული არაადამიანური სამხედრო მიდგომა. იაპონიის პრეზიდენტობის პერიოდში მან დაპყრობილ ქვეყნებში 8 მილიონი ადამიანი მოკლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო სისხლის სამართლის სასამართლომ, ტოჟოს პირველი კლასის სასჯელი მიუსაჯა. როდესაც მის დასაკავებლად ადგილზე სამხედრო პოლიცია მივიდა, ტოჟომ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მაინც გადარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1948 წლის, 23 დეკემბერს ჩამოახრჩვეს.




2. მობოტუ სესე- სეკო - თავდაპირველად გადარჩა...თუმცა დევნილობაში მოკვდა.


image


32 წლის განმავლობაში(1965 - 1997) დემოკრატიული კონგოს პრეზიდენტი იყო, თუმცა მაშინ ქვეყანას მოიხსენიებდნენ როგორც ზაირს. მმართველობის პერიოდში მან ქვეყნის ბოლო დონემდე დაცემა განახორციელა, ეკონომიკურად შეასუსტა და მიწისქვეშა მდიდარი რესურსები საკუთარ სიმდიდრედ გადააქცია. 1994 წელს რუანდის გენოციდის დროს, საპირისპირო მხარის აგრესიამ მოიმატა მობოტუს წინააღმდეგ. 1996 წელს აჯანყებულებს მობოტუმ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და საბოლოოდ ტოგოში გადაიხვეწა, როდესაც მის კვალს მიგნეს, შემდეგ მან მაროკოში გადაწყვიტა გაქცევა. 1997 წელს პროსტატის კიბოთი მაროკოში გარდაიცვალა.




3. ალფრედო სტროსნერი - დევნილობაში მოკვდა!


image

35 წლის განმავლობაში მართავდა პარაგვაის სახელმწიფოს(1954-1989). იგი იყო სამხედრო დიქტატორი, რომელმაც XX -საუკუნის ყველაზე ხანგრძლივ დიქტატორობას მოაწერა ხელი ლათინო ამერიკაში. 1954 წლის 4 მაისს, მან ყოფილი პრეზიდენტი -ფრედერიკო ჩავესი დაამხო. მმართველობის პერიოდში, თითქმის ყველა საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა. მდიდარს ართმევდა, თუმცა ღარიბსაც, სამინსიტრო მთლიანად მისი ახლობლებისგან შედგებოდა. საბოლოოდ 1989 წელს სამხედრო გადატრიალებით სამშოლოდან გააძევეს. 1989 წლიდან 2006 წლამდე ბრაზიალიაში იცხოვრა. გარდაცვალებამდე პარაგვაიში დაბრუნება ისურვა, თუმცა ნება არ დართეს.





4. იდი ამინი - ქვეყანაში დაბრუნებაზე ოცნებობდა! დევნილობაში დაიღუპა!


image


უგანდელი სამხედრო-დიქტატორი, რომელიც 1971-1979 წლებში ქვეყნის სათავეში იდგა. იდი ამინის მმართველობის პერიოდში ქვეყანა ორმაგად გაღატაკდა. დაიკარგა სიტყვის თავისუფლება და დამკვიდრდა თითქმის ბატონყმობა! საერთაშორისო დამკვირვებლები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების გამოკვლევით, იდი ამინის მმართველობის პერიოდში 100 000 - 500 000 ადამიანი დაიღუპა. 1978 წლის ოქტომბერში ტანზანიის მშვიდობიან სამხედრო არმიამ მოახდინა იერიში იდი ამინზე. გაქცეულ იდი ამინმა წლების შემდეგ, 2003 წელს მოითხოვა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა მოქმედ პრეზიდენტმა ამის უფლება არ მისცა. საბოლოოდ 2003 წლის 16 აგვისტოს იდი ამინი გარდაიცვალა საზღვარგარეთ!




5. სლობოდან მილოსევიჩი - დაიღუპა ჰააგის სასამართლოში


image


ყოფილი იუგოსლავიის და შემდეგ სერბეთის პრეზიდენტი. მას ზედმეტსახელად ბალკანეთის ყასაბს ეძახდნენ. ბოსნიაში განხორციელებულ საშინელ ხოცვაში 250 000 ადამიანი გარდაიცვალა. მისი სლოგანი იყო "მე ვერ დამამარცხებენ და ვერ დამამხობენ", თუმცა როგორც ჩანს ისეთი უძლეველიც არ ყოფილა, როგორი წარმოდგენაც ჰქონდა საკუთარ თავზე. 2000 წელს ჩატარებულ არჩევნების შედეგად, მილოსევიჩმა დაკარგა მმართველობის უფლება და იგი დააპატიმრეს ბელგრადის ციხეში. 2006 წლის 11 მარტს, ჰააგის სამხედრო დანაშაულის სასამრთლოში, პროცესის მსვლელობისას მოულოდნელად გარდაიცვალა.


იხილეთ გაგრძელება...




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. კაცობრიობის მტრები - 5 საძულველი დიქტატორი და მათი სათანადო დასასრული!

2. ცნობილი მილიონერი და პორნოვარსკვლავი სორა აოი დაინიშნა!

3. რა ელის კაცობრიობას იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი?!

4. გზა - ავტობიოგრაფიული ნაწარმოები

5. აიღეთ ბარგი! დროა წავიდეთ - 22 მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობია ცხოვრება ურუგვაიში?!


0
1276
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0