x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 მეცნიერული ფაქტი, რომლებიც აქამდე არ იცოდით
იცოდით, რომ მკვლელი ვეშაპი სინამდვილეში დიდი დელფინია?


იცოდით, რომ ჟირაფებს ლურჯი ენა აქვთ?


იცოდით, რომ ვარდის ფურცლების ჭამა შეგიძლიათ?


ეს ყველაფერი მართალია და სტატიაში კიდევ 15 ჭეშმარიტ მეცნიერულ ფაქტს წაიკითხავთ, რომლებიც, ალბათ, არ იცოდით, რომ სიმართლე იყო... დღემდე.




1. მეცნიერები მე-17 საუკუნემდე არ არსებობდნენ


მე-17 საუკუნის დასაწყისამდე მეცნიერება და მეცნიერები აღიარებულნი არ იყვნენ.


ხალხი მე-17 საუკუნეში მოღვაწე ისააკ ნიუტონს ფილოსოფოსს ეძახდა, რადგან მაშინ სიტყვა "მეცნიერიც" არ არსებობდა.

image



2. ერთადერთი ასო, რომელიც ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაზე არ არის გამოსახული, არის J.

image



3. წყალი გაყინვისას ფართოვდება


ყინულის კუბიკი 9%-ით მეტი მოცულობისაა, ვიდრე მისი შემადგენელი წყალი იყო გაყინვამდე.

image



4. ელვას შეუძლია მიაღწიოს 30, 000° ცელსიუს ან 54, 000° ფარენჰაიტ ტემპერატურას.

image



5. მარსი წითელია, რადგან მისი ზედაპირი დიდი რაოდენობის ჟანგს შეიცავს


რკინის ოქსიდები ქმნის ჟანგის მტვერს, რომელიც ატმოსფეროში ჩნდება და წითელ შეფერილობას იღებს.

image



6. ცხელი წყალი უფრო მალე იყინება, ვიდრე ცივი

image



7. მწერებსაც სძინავთ ხოლმე


აშკარაა, რომ ზოგჯერ მწერებიც ისვენებენ, მათ გამოღვიძებას კი ძლიერი სტიმული სჭირდება, როგორიცაა დღის სიცხე, ღამის სიბნელე ან მტაცებლის უცაბედი თავდასხმა.


ამ ქცევას გაშეშებას (torpor) ეძახიან და ის ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც შეიძლება, რომ მწერების ძილი ვუწოდოთ.

image



8. ყველა ადამიანს დნმ II-ის (DNA) 99% საერთო აქვს


ამას გარდა, მშობლებს და შვილებს დნმ II-ის 99.5 % აქვთ საერთო, დნმ II-ის 98%-ს კი ადამიანებს იგივე გვაქვს, რაც შიმპანზეებს.

image



9. რვაფეხას 3 გული აქვს


ორი გული გამოიყენება იმისთვის, რომ სისხლი მიაწოდოს თითოეულ ფილტვს, მესამე გული კი სისხლს აწვდის სხეულს.

image



10. ღამურები ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომლებსაც ფრთები აქვთ


მართალია, ზოგ ძუძუმწოვარს შეუძლია კანის მემბრანის გამოყენებით სიმაღლიდან ნელა დაშვება, რაც ფრენას წააგავს, მაგრამ ღამურები ერთადერთი ძუძუმწოვრები არიან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ფრენა.

image



11. ბევრი წყლის დალევით სიკვდილი შესაძლებელია


წყლის ინტოქსიკაცია და ჰიპონატრიემია მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა დეჰიდრირებული ადამიანი ძალიან ბევრ წყალს სვამს თანმხლები ელექტროლიტების გარეშე.

image



12. ჭიანჭველებს შეუძლიათ თავიანთ სხეულზე 50-ჯერ მძიმე ტვირთის ტარება


ზომასთან შედარებით, ჭიანჭველებს უფრო დიდი კუნთები აქვთ, ვიდრე სხვა ცხოველებს ან, თუნდაც, ადამიანებს.


ეს თანაფარდობა საშუალებას აძლევს მათ, ასწიონ მძიმე ტვირთი.

image



13. პინგვინები წყალში უკეთესად ხედავენ, ვიდრე ჰაერში

image



14. გალაპაგოსის კუებმა შესაძლოა 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლონ


ასევე, ისინი ყველაზე დიდი კუები არიან მსოფლიოში

image



15. ადამიანები სამყაროს მხოლოდ 5%-ს ხედავენ


დანარჩენი ნაწილი უხილავი მატერიითაა შექმნილი (ეძახიან ბნელ მატერიას) და საიდუმლოებით მოცულ ენერგიას გამოყოფს, რომელიც ცნობილია ბნელი ენერგიის სახელით.

image




––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

2. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

3. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

4. 14 საოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ

5. ფრთხილად! ინტერნეტ სივრცეში ყველაფერი სხვაგვარად ჩანს

.

0
1270
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0