x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
შემოდგომა მიილია და გურიაში შინაური არყის, "ფიშტოს" გამოხდის დრო დადგა - გურიაში გურულ "ფიშტოს" ხდიან

imageშემოდგომა მიილია და გურიაში შინაური არყის, "ფიშტოს" გამოხდის დრო დადგა. მარტო გურიაში და სხვაგან არაო? - იკითხავთ, ალბათ, და მართალიც იქნებით, რადგან შემოდგომა მიილია და ყველა სოფელშიც მოსავალი დაბინავდა, ღვინო დაიწურა და არაყიც ყველგან გამოხადეს, თუმცა გურულების გარდა, ალბათ, აზრად არავის მოუვა, გამოხადოს ნამდვილი "ფიშტო"... კარალიოკისგან, მსხლისგან, ვაშლისგან, ჯონჯოლისგან, ლეღვისგან და ბოლოს - თაფლისგან (ე.წ. ბუზის არაყი).

საკმარისია, გამრჯე გურულის ეზოში რომელიმე მწიფე ხილი მიწაზე დაეცეს, რომ მაშინვე სახლიდან ვინმე გამოვარდება, ხელს დასტაცებს და საარყე "ბოჭკებში" უკრავს თავს. აქედან უკვეგამოსახდელად გამზადებულ ხილს საარყე ქვაბში გადაუშვებენ, ცეცხლს მიუნთებენ და გავარვარებული მილიდან ცხელი არაყიც ჩამოწანწკარდება...

imageქვაბებს გურულები ერთმანეთისაგან თხოულობენ. ამ დროს, რასაკვირველია, ერთმანეთს მკაცრადაც აფრთხილებენ, ჩემს უთქმელად ეს ქვაბი არავის გაატანოო, მაგრამ სულ ტყუილად - საარყე პატრონის დაუკითხავად მთელ სოფელში "დადის", ზუსტად ისე, როგორც ზამთარში გურულები დადიან ერთმანეთთან "ფიშტოს" გასასინჯად.

განაგრძეთ კითხვა

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0