x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
10 ყველაზე პოპულარული საჭმელი მსოფლიო მასშტაბით
image

მაინც რომელი საჭმელი, -ეს იქნება კერძი, საწებელა თუ ნუგბარი იჭმევა მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი?CNN Travel-მა გამოაქვეყნა 50 ყველაზე პოპულარული საჭმლის რეიტინგი, რომელშიც შესულია საკვების ყველა კატეგორია.

"ჩვენ შევარჩიეთ ყველა დროის 50 ყველაზე გემრიელი საჭმელი" ნათქვამია ანოტაციაში."



ყველა პოპულარულ საჭმელებში შესულია მაგალითად პოპკორნი(აშშ), ჩიპსი(დიდი ბრიტანეთი)ქათამი ბრინჯით(სინგაპური)კეტჩუპი(ჩრ.ამერიკული)შემწვარი გოჭი ფილიპინურად, იტალიური ლაზანია, ფრანგული კრუასანი, მწვადი თურქულად, ვარენიკები პოლონურად და სხვა



ახლა კი გავეცნოთ ტოპ-10-ს.




10)ქათამის მუამბა(გაბონი)-უგემრიელესი აფრიკული კერძი, რომელიც პოპულარულია ევროპაში.სწორი რეცეპტია: არაქისის ზეთი, ცხარე წიწაკა, ნიორი პომიდორი, პილპილი, ბამი, პალმის ზეთი და აფრიკული კარაქი.

image

9) ნაყინი(გლობალური)-ამ ცივი ნუგბარის უამრავი ვარიაციები არსებობს, შოკოლადით, ქიშმიშით, თხილით, კენკრით და ა.შ.

image

8)Tom yum goong-ტაილანდი-ეს გახლავთ ტაილანდური შედევრი. შემადგენელობა: კრევეტები, სოკო, პომიდორი, ლიმონი, კანგალა(ჯანჯაფილისებრნი), ცაცხვის ფოთოლი.ჩვეულებრივ დატვირთული ქოქოსის რძით და ნაღებით. სუპი აერთიანებს საყვარელ ტაილანდურ გემოვნებას: მჟავე, მარილიანი, ცხარე და ტკბილი.

image

7)Penang assam laksa-(მალაიზია)ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მალაიზური კერძი. ცხარე თევზის ბულიონი ლაპშით.შემადგენლობა: სკუმბრია, თამარჰინდი, წიწაკა, პიტნა, ლიმონის სორგო, ხახვი, ანანასი, ჯანჯაფილი.

image

6) ჰამბურგერი(გერმანია)-ყოველწლიურად ადამიანები მთელი მსოფლიოდან 20 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ამ საჭმელზე.McDonald's-მა შეიძლება ვერ შემოგთავაზოთ საუკეთესო ჰამბურგერი, თუმცა მთელს მსოფლიოში McDonald's-ის გარეშეც კომბინაცია:პური-ხორცი-სალათა ძალიან პოპულარულია.

image

5) იხვი პეკინურად(ჩინეთი)-მალამო-სიროფი, რითაც კანს ამუშავებენ შეწვის წინ დღესაც საიდუმლოა, ხრაშუნა კანი ისე გემრიელია, რომ ხორცზე მეტად ის შემოგეჭმევათ.ჩვეულებრივ სუფრაზე მოაქვთ ხახვით და ლობიოს სოუსით.

image

4)სუში-(იაპონია)- Toyota, Nintendo, Sony, Nikon და Yamaha-ს შემქმნელები სწორედ ამ კერძით გაიზარდნენ და იკვებებიან.არსებობს სხვადასხვა სახის სუში.ძირითად შემადგენლობაა თევზი, ძმრიანი ბრინჯი, დამატებული სხვადასხვხა სახის ბოსტნეულით თუ ხორცით.

image

3) შოკოლადი-(მექსიკა) -აცტეკებმა კაკაოს ხე აჩუქეს მსოფლიოს, აცტეკების ენაზე ენაზე „ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნუგბარი მსოფლიოში.

image

2-ნეაპოლური პიცა (იტალია)-პიცა მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია მსოფლიოში, ამზადებენ თითქმის ყველგან, თუმცა ნეაპოლური პიცა სულ სხვაა, ამჟამად იქაური პიცა დაცულია საკუთრივ სავაჭრო ასოციაციის მიერ, ნეაპოლიტანური პიცა მზადდება განსაკუთრებული ფქვილით, გამოიყენება მხოლოდ სამი სახეობის პომიდორი და ცხვება ძველებურ ღუმელში განსაკუთრებული წესით.

image

1)Massaman curry-(ტაილანდი)-ყველა საჭმელის მეფე, პირველი რაც არის ეს გახლავთ "კარი" განსაკუთრებული სოუსი.შემადგენელობა: ილი, მიხაკ-დარიჩინი, გვირილა, დაფნა, , ვარსკვლავი ანისი, კეინი, ყავის ფოთლები, ჯავზი. ამის გარდა აუცილებელია ქინძი, ნიორი, ხახვი, წიწაკა და სხვა.

ძირითადად ქათმის ხორცით მზადდება, მაგრამ ასევე არსებობს ვარიაციები ამ კერძის: იხვის, ძროხის, ცხვრის და თხის ხორცით. დამატებითი ინგრედიენტებია: ფორთოხლის ან ანანასის წვენი.

image


0
1457
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0