x
image
ლურჯი თოლია
როგორ მოვიშოროთ გამონაყარი - სახის კანის მოვლის მარტივი და იაფი მეთოდები

image

სახის კანის სისუფთავე სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანების უმრავლესობა დიდ დროს და ენერგიას უთმობს ამ პროცედურებს და რაც მთავარია, უამრავ თანხასაც, ხშირად უშედეგოდ.

ამ სტატიაში გაგაცნობთ მარტვის და ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში მოუაროთ კანს, მოიშოროთ გამონაყარი და რაც მთავარია, საკმაოდ იაფად და უსაფრთხოდ.

მაშ ასე, ყურადღებით:

1.

კარგად დავფქვათ შვრიის ბურღული.

1 ცალი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ.

ეს ყველაფერი შევაზავოთ 2 ჩაის კოვზ შვრიის ფქვილთან.

შევიზილოთ მიღებული მასა სახეზე.

გავაჩეროთ მანამ, სანამ კარგად არ გაშრება.

გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

2.

კარგად აურიეთ ერთმანეთში 1(ერთი) სადილის კოვზი თაფლი, 3 (სამი) წვეთი იოდი, ამდენივე წყალბადის ზეჟანგი და 2(ორი) ჩაის კოვზი ალოეს წვენი.

მიღებული სახის ნიღაბი დაიდეთ სახეზე.

გაიჩერეთ 15 (თხუთმეტი) წუთის განმავლობაში.

ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

გაიმშრალეთ სახე სუფთა პირსახოცით.

3.

ალოეს ძირიდან მოჭერით რამოდენიმე ფოთოლი.

შეახვიეთ ქაღალდის პარკში და შეინახეთ მაცივარში 1 (ერთი) კვირით.

გამოიღეთ და გამოწურეთ წვენი.

გაისუფთავეთ სახე.

შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.

გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ (მაქსიმუმ ორჯერ).

4.

3ს/კ თაფლი და 1ს/კ დარიჩინი.

ავურიოთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში და 30 წამით შევდგათ ჰაერღუმელში. მიღებული მასა გამდნარ შოკოლადს უნდა ჰგავდეს.

წაისვით ნიღაბი სახეზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი საუკეთესოა, თუ თქვენ სტრესისგან და გადაღლილობისგან სახეზე გამონაყარი გაგიჩნდათ. თაფლს დამატენიანებელთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რაც აკნეს განკურნებაში დაგეხმარებათ, დარიჩინი კი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.

შენიშვნა: თუ ქავილის ან წვის შეგრძნება დაგეწყოთ, ე.ი დარიჩინზე ალერგია გაქვთ, ასე რომ სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნიღაბი.

0
456
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0