x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
6 სასარგებლო რჩევა ბავშვის ნიჭის გამოსავლენად
image



თამაშის "რა? სად? როდის?" მაგისტრი და 3 შვილის ყველაზე ჭკვიანი მამა, მაქსიმ ფატაშაევის რჩევები მშობლებს, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ პატარებს თვითმმართველობისა და რეალიზაციის განვითარების სურვილი.



რჩევა 1. არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი

შეეცადეთ გაიგოთ, თუ რა არის თქვენი ბავშვისთვის უფრო საინტერესო და არა თქვენთვის. იცოდეთ რა სურთ მათ და არ მოახვიოთ თქვენი აზრები თავს. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ნამდვილი ინტერესი.




რჩევა 2. ნუ დააძალებთ ბავშვს მეცადინეობას

ეს რჩევა სწორად უნდა იყოს გაგებული.არა როგორც ზოგადად სწავლა და მეცადინეობა, არამედ დაძალება. ამ შემთხვევაში ბავშვი ღიზიანდება და ძალით აკეთებს ან საერთოდ არ აკეთებს არაფერს.ხოლო როდესაც წყნარად აუხსნით მეცადინეობის არსს, ის თვითონ შეეცდება თავისი სურვილით იმეცადინოს.

ასევე დაძალება იმ საგნების ან უნარის, რომელიც მას არ გააჩნია, არც თუ ისე კარგად მთავრდება.მიეციტ ბავშვს არჩევანის უფლება.





image


რჩევა 3. მნიშვნელობა არ აქვს

დღეს ნებისმიერი ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. როდესაც ბავშვს უსვამდი კითხვას, ის გპასუხობდა “ეს ჯერ არ გაგვივლია სკოლაში", მაგრამ ეს ჩემ დროს იყო.ახლა იმაზე მეტი იცინ მათ, ვიდრე სკოლაში ისწავლიან.

მაგალითად: ამას წინათ ჩემმა ვაჟმა ჩამომიტვირთა ბიბლიოთეკა კომპიუტერში და ახლა მე შემიძლიან ნებისმიერი წიგნი მოვიძიო და წავიკითხო.ეს დროის დაზოგვაცაა და 1 ნაბიჯით წინ ყოფნა.




რჩევა 4. აუცილებელი არაა აკრძალვა, უბრალოდ გადაიბირეთ ბავშვი და დავიწყეთ


image

თანამედროვე ბავშვებს აქვთ ინფორმაციის მიღების დამატებითი წყარო, რაც სინამდვილეში არ ატარებს რაიმე სახის ღირებულებას. ვგულისხმობ ფილმებს, თამაშებს და ა.შ.რომლებიც უნდა ნახონ აუცილებლად, მაგრამ მათგან არაფერს სწავლობენ და ვერ ანვითარებენ ცნობიერებას.

და როდესაც მსგავს წყაროებს შეუზღუდავთ ბავშვს, დაინახავთ მის უარყოფით თვისებებს და მანერებს.ეს არ იმუშავებს. გარდა ამისა, აკრძალული ხილი ტკბილია, მაგრამ ბავშვის მოზიდვა ნამდვილად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მშობლის მდგომარეობაში.შეეცადეთ გადაიბიროთ ის და უკეთეს რამეზე გადაატანინოთ ყურადღება.




რჩევა 5. ჭკვიანი ბავშვი ყოველთვის ვერ იქნება იდეალური და სტაბილური ხასიათის

მაგ: პირველ კლასში, ჩემი კლასელები პოლიციის ბავშვთა ოთახში დარეგისტრირდნენ. ჩემს გარდა. მაგრამ მე მხოლოდ გამიმართლა. მშვენიერი, ძლიერი და ჯანსაღი ბავშვობა მქონდა.(ხულიგნურიც) მაშინ როცა ჩემი თანაკლასელები ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ, მე მათემატიკით ვიყავი დაკავებული და პირიქით.




6. ბავშვი არ შეიძლება იყოს ნასწავლი, მაგრამ მას შეუძლია სწავლა



image


ბავშვის მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშებში ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი თამაშები გუნდურია და ბავშვი სწავლობს აზროვნებასა და თანატოლის გონებრივად დახმარებას. ისინი სწავლობენ ურთიერთქმედების, კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების განვითარებას, სხვების მოსმენისა და მათი თვალსაზრისის დაცვას. ყველა ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისათვის.

ბავშვებს აქვთ თვითშეფასების მკვეთრი ზრდა, ისინი იწყებენ იმის გაგებას, თუ რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. გარდა ამისა, იზრდება მათი ცოდნის განვითარების სურვილი.

რა თქმა უნდა, ბავშვის განვითარების დონე ნაწილობრივ გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელშია.მაგალითად, ისეთი კომპონენტები, როგორიც არის თქვენი პირადი გამოცდილება, თქვენი პირადი მაგალითი, საკუთარი განვითარება.



მე ამ კითხვაზე ბევრს ვსწავლობდი და მივხვდი: შეუძლებელია ბავშვს "ასწავლო", მაგრამ მას შეუძლია ისწავლოს. მშობლის ამოცანაა მასში ინტელექტუალურ საქმიანობაში დაინტერესება და გადაადგილება.





0
59
10-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0