x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამადეო მოდილიანის და ჟანა ებიუტერნის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია
image

1920 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა ამადეო მოდილიანი, დიდი იტალიელი მხატვარი და სკულპტორი, თავის დროის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი მხატვარი-ექსპრესიონისტი, ამადეუ ყველაზე ხშირად ხატავდა ჟანა ებიუტერნს, რომელიც მისი უსაყვარლესი ქალი და მუზა იყო.მათი რომანი საკმაოდ ტრაგიკულად დამთავრდა:მას შემდეგ, რას მოდილიანი მენინგიტით გარდაიცვალა, ჟანამ, რომელიც ფეხმძიმობის მე-9 თვეში იყო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

image

მხატვარმა ჟანა ებიუტერნი 1917 წელს გაიცნო, გოგონა კოლოროსის აკადემიის სწავლობდა, მალე ერთად ჩნდებოდნენ ხალხში, ბოჰემური საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ჟანა მოდილიანის მორიგი დროებითო გატაცება იყო.



ჟანას ჩინებული ქალური ტანი, გრძელი მომხიბვლელი თმები ჰქონდა, იგი ყოველთვის გუჩათხრობილი და მოწყენილი იყო, ხოლო მზერა ღრმა და ჭკვიანური ჰქონდა. ამასთავე მოკრძალებული ღიმილი და მშვიდი საუბრით გამოირჩეოდა.

image

მას თავდავიწყებით შეუყვარდა მოდი, თუმცა მაინც ვერ შეძლო მხატვარი მაცნე ჩვევებისგან ეხსნა, -ალკოჰოლი და ნარკოტიკები, ამასთანავე მოდილიანი ქრონიკული ტუბერკულიოზით იტანჯებოდა.


ჟანა გახდა მხატვრის ყველაზე დიდი მუზა, სწორედ მას ეძღვნება ყველაზე მეტი ტილო და ფერწერა, -25 ნახატზე მეტი.

image

ისინი ცხოვრობდნენ პატარა ოთახში გატმობის გარეშე, რომელიც თან სახელოსნოც იყო.მალე წყვილს გაუჩნდა გოგონა, რომელსაც დედის საპატივცემლოდ ჟანა დაარქვეს.


ქორწინების გარეშე შვილის გაჩენამ ჟანას ოჯახის რისხვა გამოიწვია, ამას ემატებოდა მუდმივად უფულობა, ცივი ოთახი, მეორე ფეხმძიმობა და რა თქმა უნდა მხატვრის განუკურნებელი სენი.ყველაფერმა ამან ჟანას ფსიქიკაზე იმოქმედა, რამაც იგი დეპრესიული გახადა.

მოდილიანი გარდაიცვალა 1920 წლის 24 იანვარს ტუბერკულიოზური მენინგიტით პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში 35 წლის ასაკში.

image

მოწმეების განცხადებით, ჟანა მოდილიანის ცხედარს დაჟინებით დააცქერდა, შემდეგ ისე“რომ არც მობრუნებულა, კარისკენ უკუსვლით გაემართა, მეგობრებმა მოასწრეს მისთვის კარი გაღება.


სახლში სულ ტიროდა, ან ჩუმად იყო, გვიან ღამით, 9 თვის ფეხმძიმე ჟანა ებიუტერნი მე-5 სართულის ფანჯრიდან გადახტა.

image

ამადეო მოდილიანი პერ -ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხატვრებმა მას პომპეზური ცერემონიალი მოუწყვეს.

ჟანა მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს პარიზის გარეუბანში დაასაფლავეს. იგი მხოლოდ 10 წლის შემდეგ მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს მეუღლის გვერდით.მათი შვილი ჟანა, ამადეოს ნათესავებმა წაიყვანეს და გაზარდეს.(გარდაიცვალა 1984 წელს 65 წლის ასაკში)


0
1736
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1736
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0