x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყავაში გამომცხვარი ხორცი და ყავის ნალექის გამოყენების ხერხები სამზარეულოში

რით იწყებს დილას, ყველა თუ არა, თითქმის ყველა ადამიანი? რა თქმა უნდა, ფინჯანი ყავით! გამამხნევებელ და ამავდროულად, არომატულ ცხელ სასმელს, აზრზე მოვყავართ და ახალი დღისთვის საჭირო ტონუსს გვაძლევს. გარდა ამიასა, ყავა დილიდან — ერთგვარი რიტუალია, რომლის არსი, – ყველას საკუთარი აქვს.

ამ ენერგეტიკული სასმელის მაგიური ზეგავლენის განცდის შემდეგ, ყავის ნალექს ნუ გადაყრით, ის ხომ — ნამდვილი განძია!

დაფქული ყავა ყველას აქვს სახლში. მაგრამ, ყველამ არ იცის, თუ რა რესურსი გააჩნია ამ პროდუქტს… აქ ყავის სასარგებლო თვისებებიდან, რამდენიმეს წარმოგიდგენთ, რომლის გამოყენება სამზარეულოში შეიძლება:


ყავაში გამომცხვარი ხორცი


image


ინგრედიენტები:


ღორის (საქონლის) ხორცი – 800 გრ.

დაფქული ყავა – 2 ს. კ.


ჯანჯაფილი (დაფქული) – 1 ს. კ.

პილპილი – 1 ჩ. კ.

მარილი – 1 ს. კ.

ქსოვილი ხორვის გასახვევად და ძმარი ამ ქსოვილის დასასველებლად

კარაქი – შესაწვავად

ფოლგა


მომზადება:


I. შეურიეთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები.

II. ამოავლეთ მიღებულ ნაზავში ხორცი და გაახვიეთ ძმარში დასველებულ ტილოში > ზემოდან გადაახვიეთ სამზარეულოს აპკი > შეინახეთ მაცივარში 6-8 საათით.

III. შეწვით ხორცის ნაჭერი ღია ტაფაზე, კარაქით. ისე რომ, ყველა მხრიდან კარგად დაიბრაწოს.

IV. ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაფინეთ ფოლგა > გადაიტანეთ საცხობ ფორმაში ხორცის ნაჭერი და ჰერმეტულად გადაახვიეთ > ჩაასხით ჭურჭელში ცოტა წყალი და შედგით 180°С –ზე წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში 30 წუთით (თუ ღორის ხორცის ნაცვლად, საქონლის ხორცს ამზადებთ, ცხობის დრო 1 სთ-მდე უნდა გაზარდოთ).

V. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გახსენით ფოლგა და ხორცის მიერ გამოყოფილი წვენი ზემოდან მოასხით.

imageგამარჯვება ნიორზე

imageნივრის დაჭრის შემდეგ, მისი სუნის მოცილება ხელიდან არც ისე მარტივია. მაგრამ, საკმარისია ყავის ნალექით გაიწმინდოთ ხელები – ნაზი კანი და სასიამოვნო არომატი, გარანტირებული გექნებათ.

imageჰაერის გამწმენდი

imageყავა ჰაერის დეზიმფიცირებასაც აკეთებს და არასასიამოვნო სუნსაც შთანთქავს. მისი ეს თვისება, რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური სამზარეულოში არის!

imageბუნებრივი საღებავი

imageთუ სამზარეულოს პირსახოციდა ლაქის ამოყვანა ვერაფრით შეძელით, შეგიძლიათ ის უფრო მუქად გადაღებოთ და ამისთვის, ყავის ნალექი გამოიყენოთ. პირსახოცი შესაღებად, ის ყავის ნალექთან ერთად უნდა გამოხარშოთ.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageფოლგაში ცხობის 8 ხრიკი და გამომცხვარი თევზის რეცეპტი

პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები

6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება


0
139
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0