x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა: 10 საუკეთესო შენობა-ნაგებობა

საბჭოთა კავშირის დაშლის (თუ გერმანიის გაერთიანების) შემდეგ ჩამოიშალა სოციალისტური ბანაკი, ე.წ. ვარშავის ხელშეკრულების მონაწილენი და დაიშალა ევროპული კომუნისტური ქვეყნების უმეტესობა, ყველამ საკუთარი გზით განაგრძეს არსებობა, თუმცა მსოფლიოში დარჩა რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ქვეყანა, რომელიც მარქსიზმის იდეების ერთგული დარჩნენ.

მათ შორის უპირველეს ყოვლისა არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანად ითვლება მსოფლიოში.ქვეყნის შესახებ შიგადაშიგ ვიღებთ ცნობებს, ზოგს ალბათ ტყუილს, ზოგს მართალს, ზოგს ტყუილ-მართლს.ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე უხვადაა ტურისტების თუ დასავლელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო თუ ფოტომასალა, რომელიც ინტერნეტში შეგიძლია იხილოთ.

ერთადერთი პირადად რაც მომწონს, როდესაც ჩრ.კორეის ფოტო ან ვიდეომასალა დამითვალიერებია, (საკმაოდ მრავლადაა youtube-ზე)ესაა საოცრად ფართო ქუჩები და ძალიან ცოტა ავტომობილები....მოკლედ ეგ იქით იყოს! ახლა კი გავეცნოთ ჩრ.კორეის საუკეთესო ნაგებობათა ნუსხას.

1)სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი-ფხენიანში, მდინარე ტედონგენის ნაპირზე.მშენებლობა დასრულდა 2015 წელს.

image

image

2)მეცნიერთა ქუჩა-საცხოვრებელი კომპექსი ფხენიანში.იქ ცხოვრობენ მეცნიერები, მკვლევარები, შენობებშივეა განთავსებული ლაბორატორიები.

image

image

3)აკვა-პარკი "მუნსუ" ფხენიანში

image
image
image

4)პირველი მაისის სახელობის სტადიონი-მსოფლიოს უდიდესი სპორტული არენა, აშენდა 1989 წელს.იტევს 150 000 მაყურებელს.

image

image

5)სასტუმრო "რიუგენი"- მისი სიმაღლე 330 მეტრია, სართულების რაოდენობა 105, სასტუმროს მშენებლობა ხანგრძლივად მიმდინარეობდა(მაგალითად ერთ-ერთ კომპანიას აშშ დაემუქრა სანქციებით, რის გამოც უარი განაცხადეს მშენებლობის დასრულებაზე).მშენებლობა დასრულდა 2016 წელს.სასტუმრო "რიუგენი" სიმაღლით №7 მთელს მსოფლიოში.

image

image

image

6)ასე გამოიყურება თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები ფხენიანში.

image

image

7)ჩუჩხეს მონუმენტი-170 მეტრის სიგრძის ობელისკი, რომელიც კიმ ირ სენის 70 წლის იუბილეზე გაიხსნა(1982 წელს) ობელისკის ძირში დგას 30 მეტრიანი მონუმენტი:მუშა, გლეხი და ინტელიგენტი.

image

image

image

8)სასტუმრო "იანგაკტო"-47 სართულიანი შენობა მბრუნავი რესტორნით, მასაჟის კაბინეტით, საცურაო აუზით, აგრეთვე არის მაღაზიები, კარაოკე-ბარი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები და სხვა.

image

image

image

9)მეგობრობის საერთაშორისო გამოფენა-უმსხვილესი სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც მეხიანსანის გორაზე არის აშენებული, პროვინცია ფხევან-პუნკტოში.გახსნა 1978 წელს, შენობაში 150 ოთახია, საერთო ჯამში 70 000 კვ.მ ფართით.

image

image

10)სკოლოს მოსწავლეთა სასახლე მანგენდეს რაიონში(ფხენიანი)-ბავშვები სწავლობენ მუსიკას, ცეკვებს, უცხო ენებს, კომპიუტერს, ჭადრაკს და ა.შ. სულ შენობაში 120 ოთახია, ამის გარდა კომპლექსში განთავსებულია საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დარბაზი და 2 000 ადგილიანი თეატრი.

image

image

image

იხილე აგრეთვე:

7 "გამოგონება", რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს

მართლა ასეთი საშინელია ჩრდილოეთ კორეა როგორც პროპაგანდა გვარწმუნებს?(ვიდეო)

0
507
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0