x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვამზადოთ საშუალება,რომელიც ,,პახმელიას" მყისიერად აქრობს
საღამოს წვეულება ხშირად დილით უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს:თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, გაღიზიანებული კუჭი...

ასეთი შემთხვევებისთვის გთავაზობთ სრულიად უსაფრთხო სასმელის რეცეპტს, რომლის მოქმედებაც არ დააყოვნებს და ძვირადღირებულ წამლებსაც კი გაუწევს მეტოქეობას.

image ამ ეფექტური საშუალების მოსამზადებლად უბრალო ინგრედიენტები დაგჭირდებათ, მთავარია პროპორციები და დოზები ზუსტად დაიცვათ.

ინგრედიენტები:


1/4 ჭიქა ლიმონმჟავა

1/2 ჭიქა ფრუქტოზა

1/2 ჭიქა სოდა

3 ს.კ. სახამებელი

ეს ინგრედიენტები გულმოდგინედ აურიეთ და ქილაში შეინახეთ. როცა დაგჭირდებათ, 2 ჩ.კ. გახსენით თბილ წყალში და დალიეთ.

imageimage
ეს რაოდენობა კარგა ხანს გეყოფათ. იმ შემთხვევაში კი თუ ინგრედიენტების საკმაო რაოდენობა არ გაქვთ მისი დიდი რაოდენობით მოსამზადებლად და თანაც ნაბახუსევზე ბრძანდებით, შეგიძლიათ ერთჯერადად მისაღები დოზებით მოამზადოთ:1/4 ჩ.კ ლიმონმჟავა, 1/2ჩ.კ. სოდა და 1/4 ჩ.კ. ფრუქტოზა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და ვუალა! სასმელიც მზადაა.

image ნაბახუსევზე რეკომენდებულია სითხეების უხვად მიღებაც

1. წყალი

წყალი შეუცვლელი სითხეა, უკეთესი იქნება თუ მასში თაფლს ან ლიმონის წვენს გახსნით და ისე მიიღებთ.

image

2.მწვანე ჩაი

ეს სასმელი შესანიშნავად წმენდს ტოქსინებისგან, ანტიოქსიდანტები კი ორგანიზმს ძალების აღდგენაში დაეხმარებიან.


3.ახალგამოწურული წვენები

ციტრუსის ფრეში გამოფიტულ ორგანიზმს ასკორბინის მჟავით მ ოამარაგებს

image

4.ტომატის წვენი

ტომატის წვენი, რომელშიც უმი კვერცხი გულს გაურევთ, საუკეთესო საშუალებაა კუჭის გაღიზიანებული ლორწოვანი გარსისთვის.


5.ქათმის ბულიონი

ბბულიონი -ადამიანის საუკეთესო მეგობარია ნაბახუსევზე. ეს კერძი ორგანიზმს სასიცოცხლო ძალების აღდგენაში ეხმარება.

image

0
69
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0