x
image
ლურჯი თოლია
კიდევ ერთი სამეფო ნიშნობა ბრიტანეთში - ვინ გახდება სამეფო ოჯახის ახალი წევრი?

image
ბუკინგემის სასახლის ახალ განცხადება გვამცნობს, რომ დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი, პრინცესა ეუგენია დიდი ხნის შეყვარებულზე Jack Brooksbank-ზე დაინიშნა. ნიშნობა ამ თვის დასაწყისში, ნიკარაგუაში შედგა, ოფიციალური ფოტოები კი გუშინ გავრცელდა.

ქორწილი 2018 წლის შემოდგომაზე შედგება წმინდა გიორგის ტაძარში, უინძორში. იქ, სადაც მაისში პრინცი ჰარი იქორწინებს მეგან მარკლზე.

იორკის ჰერცოგი და ჰერცოგინია სიხარულით გვატყობინებენ უმცროსი ქალიშვილის ნიშნობის ამბავს და ახალგაზრდა წყვილს ბედნიერებას უსურვებენ. ახალი ამბით გახარებულია დედოფალიც.

27 წლის პრინცესა ქორწინდება 31 წლის ბრენდ-მენეჯერზე, რომელის არის Leicester-ის მეორე გრაფი და მეფე Edward III-ის შთამომავალი. წყვილი 7 წელია ერთმანეთს ხვდება.

imageimageimageimage







0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0