x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიორგი გიორგანაშვილს სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა
image


მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე „ბახალა“ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.


მოსამართლის განმარტებით, გიირგანაშვილს სასჯელის მინიმალური ვადა განუსაზღვრა.


გიორგი გიორგანაშვილი 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისთვის წარდგენილი სსკ-ის 260-ე მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.



წლების წინ გიორგი გიორგანაშვილი საზოგადოებამ პირველი არხის სატელევიზიო შოუ „იმღერე რამე“-ს წამყვანის ამპლუაში გაიცნო. პოპულარულ მუსიკალურ შოუს სატელევიზიო სტუდია „აუდიენცია“ ამზადებდა.

1
114
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
114
  
2018, 24 იანვარი, 11:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1