x
image
გემი დალანდი
ნატურალური საშუალება ჭარხლისგან- 4 საათში ანგინის სიმპტომები ქრება
image

ანგინა ალბათ ყოველ ჩვენგანს ჰქონია. ეს დაავადება ნამდვილად დიდ დისკომფორტსა და უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ჯერ მხოლოდ ყელის აუტანელი ტკივილი რად ღირს. ამას ისიც ემატება, რომ სააფთიაქე საშუალებები ხშირად მის წინააღმდეგ არაეფექტურობას ავლენენ. ამ დროს ხალხურ მედიცინას შეგიძლიათ მიმართოთ.

ეს რეცეპტი თავისი ეფექტურობით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად შეამცირებს ან სულ გააქრობს უსიამოვნო სიმპტომებს.

დაავადების პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე აუცილებელია დროულად ჩაიტაროთ თერაპია. ანგინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვეულებრივი ჭარხალი დაგეხმარებათ.


ჭარხალი ნამდვილად საოცარი ბოსტნეულია, რომელიც არამხოლოდ ყელის ტკივილის დროს დაგვეხმარება.

ჭარხლის მოქმედება ანგინის დროს:

1.აცხრობს ანთებას და ამცირებს ყელის შეშუპებას.

2.გამოირჩევა ანტიმიკრობული მოქმედებით.

3.აქვეითებს ტკივილს.

4.აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

5.ზრდის კაპილარების ელასტიურობას და ანორმალიზებს სისხლის მიმოქცევას.

6.არბილებს და აცილებს ჩირქოვან ნადებს.

ჭარხლის თერაპია ძალიან მარტივია.საჭიროა მხოლოდ ჭარხლის წვენი მოიმარაგოთ და შედეგიც არ დააყოვნებს.

image


მიღება:

1.შეურიეთ 200 მლ. ჭარხლის წვენს 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. მიღებული ნარევი გაათბეთ 35 გრადუსამდე და გამოივლეთ დღეში 6-7ჯერ მაინც.


2.ჩირქოვანი პროცესის დროს რეკომენდებულია ჭარხლის და ხახვის წვენის ნაზავის გამოვლება. ჭარხლის წვენი და წყალი გააზავეთ თანაბარი რაოდენობით და 150 მლ. ნარევში გაურიეთ 1ს.კ. ხახვის წვენი. გამოივლეთ ყელში ყოველ სამ საათში.

image

3.ჭარხლის წვენი ასევე უებარი საშუალებაა რინიტის დროს. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი თანაფარდობით წყალი და ჭარხლის წვენი და დაამატეთ ცოტა თაფლი. ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში 4 წვეთი, დღეში 4-ჯერ. მკურნალობის კურსი 7 დღეა.


4.ეს რეცეპტი კი უბრალოდ შეუცვლელია ვირუსული ანგინის დროს: აურიეთ ერთმანეთში 100მლ. წყალი, 100მლ. ჭარხლის წვენი და 1ჩ.კ. ლიმონი. გამოივლეთ ყელში დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ.


5.დაავადების ხშირი რეციდივის დროს რეკომენდებულია ჭარხლის წვენის შინაგანი მიღებაც. 1კგ გარეცხილი და გასუფთავებული ჭარხლის ბოლქვები მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში.როცა ჭარხალი დარბილდება, ნახარში სხვა ჭურჭელში გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ. დღეში სამჯერ, შეგიძლიათ ყელშიც ივლოთ. შეინახეთ მაცივარში და გამოყენების წინ შეათბეთ ხოლმე. უკვე ერთ თვეში გაჯანსაღებას იგრძნობთ და უსიამოვნო დაავადებებსაც ადვილად გაუმკლავდებით.

imageჭარხლის წვენის გამოვლება ყველას შეუძლია, მაგრამ მისი ნახარშის დალევა გასტრიტის, დიაბეტის, ოსტეოპოროზისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს არ შეიძლება.


0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0