x
image
კატო ემხვარი
ასტრონავტი, რომელიც კოსმოსში 9 სანტიმეტრით გაიზარდა
image

როგორც ცნობილია, ასტრონავტები კოსმოსში მოგზაურობის შემდეგ რამდენიმე სანტიმეტრით, მაქსიმუმ 1-2 სმ, იზრდებიან.

თუმცა უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ. იაპონელმა ასტრონავტმა, ნორიშიგე კანაიმ თვითერის საკუთარ გვერდზე გააკეთა განცხადება, სადაც იგი წერდა, რომ კოსმოსში ყოფნისას 9 სანტიმეტრით გაიზარდა.

image

ამ ამბავმა ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრ, თავისი სიმაღლით უკმაყოფილო ადამიანს, კოსმოსში გაფრენის სურვილიც კი გაუჩნდა.



მოგვიანებით კი, ნორიშიგე კანაიმ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და განაცხადა, რომ გაზომვისას შეცდა და არა 9 სანტიმეტრით, არამედ მხოლოდ 2 სანტიმეტრით გაიზარდა.

image







1
71
1-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
71
  
2018, 23 იანვარი, 16:02
9სმ და 2სმ როგორ აერია? სპეკულიანტი
0 1 1