x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
სოკოლოვი: „მიპასუხოს რომან გოცირიძემ - სად წაიღო ჩემი 580 ათასი?“

image


საქართველოს ტელევიზიის ყოფილი წამყვანი, 81 წლის დავით სოკოლოვი რომან გოცირიძეს მიმართავს. ის მიიჩნევს, რომ მისი დანაზოგი რომან გოცირიძემ გააქრო, რის შემდეგაც ოჯახი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.
„რომან გოცირიძეს, მაგ უნამუსოს უნდა მივმართო! პარლამენტიდან ჭკუადამჯდარი და საზოგადოებისთვის გულდამწვარი სახით რომ ლაპარაკობს, თქვას, სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი, მაგისი შემუშავებული გეგმით „ახალ ქართულ ბანკში" რომ შემატანინეს და მერე 10 მილიონ კუპონად, ანუ 3 ლარად მიქციეს? ეს მაშინ იყო, როცა დოლარი 67 კაპიკი ღირდა. დღეს ეს კაცი ჭმუნვით ზის პარლამენტში, ხოლო მე - გაქურდული და სახლდამწვარი - მოხუცებულთა თავშესაფარში. მიპასუხოს გოცირიძემ, თუნდაც რომელიმე სატელევიზიო გადაცემიდან ან პარლამენტის ტრიბუნიდან: სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი?" - განაცხადა სოკოლოვმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოკოლოვი მეუღლესთან ერთად მოხუცთა პანსიონატში ცხოვრობს და საკუთარი ჭერი არ აქვს.
საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძეც. ის პირობას დებს, რომ სოკოლოვისა და მსგავსი პრობლემით შეწუხებული მოქალაქეების საკითხი მისი მმართველობის დროს გადაწყდება.
„სიმართლე გითხრათ, სოკოლოვთან დაკავშირებული კონკრეტული სიუჟეტი მეც ვნახე და გულწრფელად გეტყვით ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური საკითხია. ბინის პრობლემას რაც შეეხება, სერიოზულად დგას ეს პრობლემა. ბევრია დაზარალებული როგორც ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივიდან. დაახლოებით 3000 ოჯახია ასე, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში იქნება მოგვარებული. ყველა იმ ოჯახისთვის, ვისაც დღეს ეს პრობლემა გააჩნია, თბილისის მერია ყველაფერ გააკეთებს რომ მოვაგვაროთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საუბარი. ბატონი დავითის პრობლემაც ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. დღეს უკვე არსებობს სქემა, რითიც თბილისის მერია მუშაობს. მერია გამოყოფს კონკრეტულ მიწის ფართობებს, შემდეგ ისინი შექმნიან ამხანაგობებს და მოძებნიან ინვესტორს. ძალიან ბევრი ქეისი მქონდა, როდესაც განხილვა გვიწევდა, აღმოჩნდებოდა, რომ ინვესტორის მძევლები ხდებოდნენ. მიდის შანტაჟი, თუ რა ფართი უნდა წაიღოს ინვესტორმა და რა დარჩეს მოქალაქეებს. ხშირ შემთხვევაში ინვესტორი რჩება მოგებული, ამიტომ გვინდა ისეთი ფორმა შევიმუშაოთ, რომ დაზარალებულ ადამიანებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოს და ამ პრობლემაზე საუბარი დავასრულოთ. მე ჩემს გუნდთან ერთად ამ პრობლემას ნამდვილად დავძლევ, “ - განაცხადა კახი კალაძემ „იბერიას“ პირდაპირ ეთერში.
0
545
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0