x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საინტერესო ფაქტები ქართველ მოღვაწეებზე
1) ჯანსუღ კახიძის (ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, მომღერალი) სადირიჟორო ჯოხს იტალიის ქალაქ ბუსეტოში მდებარე ვერდის სახლ-მუზეუმი ინახავს.image

2) სესილია თაყაიშვილი (ქართველი მსახიობი)- არსებობს ვარაუდი, რომ ჯგუფ პინკ ფლოიდის ვიდეოკლიპში money ერთ-ერთ კადრში გამოყენებულ ასაკოვანი ქალბატონის ფოტოპორტრეტზე მსახიობია ასახული.image
image

3) მარიკა ლორთქიფანიძე (ქართველი ისტორიკოსი) იყო მათ რიგებში, ვინც ხელი არ მოაწერა "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის მოთხოვნას.image

4)გალაკტიონ ტაბიძემ (ქართველი პოეტი) პირველი კრებულის გამოსაცემად მხოლოდ 15 მხარდამჭერის ხელმოწერა შეაგროვა.image


5)დავით ყიფიანს (ქართველი ფეხბურთელი) ერთმა მატრაკვეცა ინგლისელმა ჟურნალისტმა 5 ფუნტ სტერლინგი მიაწოდა, ალბათ როგორ გიჭირთო... დავითმა ხელი მოუწერა ზედ და უკან დაუბრუნა... გამოგადგება და იქნებ ძვირადაც გაყიდოო. image

6)დიმიტრი შევარდნაძე (ქართველი ფერმწერი) იყო ერთ-ერთი, ვინც წინ აღუდგა ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებას, დაენგრიათ მეტეხის ტაძარი რუსთაველის ძეგლის დასადგამად (რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად)image

7)გიორგი(გოგი) ცაბაძე (ქართველი კომპოზიტორი) სცენაზე, სიმღერის დროს გარდაიცვალაimage

8)შალვა ქიქოძე (ქართველი ფერმწერი) მარცხენა ხელით ხატავდა.image

9)ლადო გუდიაშვილი (ქართველი ფერმწერი) ქაშუეთის ეკლესიის კედლების მოხატვის გამო დაითხოვეს თბილისის სამხატვრო აკადემიიდან და გარიცხეს კომუნისტური პარტიიდანimageimage

image

10)ლადო ასათიანმა (ქართველი პოეტი) ჭადრის ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი, რომელიც მხარზე დაეცა, იოსებ ნონეშვილს (ქართველი პოეტი) მათი უკანასკნელი შეხვედრისას უსახსოვრა. ეს ფოთოლი დღემდე ინახება კარდენახში, ი.ნონეშვილის სახლ-მუზეუმში.image

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ კილაძე
თამარ კილაძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0