x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზა
ზამთრის ცივ და ნოტიო ამინდებში ხშირია შემთხვევა, როდესაც ოთახებსა და აბაზანაში კედლებსა და ჭერზე ჩნდება ობი. ის არამარტო უსიამოვნო სანახავი, ასევე მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ობი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას-მიკოტოქსინს, რომელიც ძალიან მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. ობის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და იწვევს სიმსივნეს.


image


ობმა შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული ან ზედაპირული სუნთქვა, ხუთვა, ცხვირის ლორწოვანი უბეების გასიება, თვალების წვა, ცრემლდენა, გაწითლება, მშრალი წყვეტილი ხველა, ყელის წვა, თავბრუს ხვევა, შაკიკი, გამონაყარი კანზე, ასთმა, ალერგიის ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია, ტუბერკულიოზი, კიბო. შედარებით იოლად ერევა ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ, ბავშვებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონეთ შინაგან ორგანოებზე შეიძლება მოედოთ. მას შეუძლია დააზიანოს ტვინი, ნერვული სისტემა, სახსრები და თქვენი იმუნური სისტემა.


იმისათვის, რომ მოსპოთ სახლიდან სოკო, ობი და მათი სპორები, გთავაზობთ ხალხურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მარტივ ხრიკს, რომლის მეშვეობითაც თავიდან აიცილებთ მათგან გამოწვეულ გართულებებს.




1. წყალბადის ზეჟანგი. ტენისა და ობის წინააღმდეგ ერთ–ერთი მარტივი და პირდაპირი გზაა 3%–ნი წყალბადის ზეჟანგის გამოყენება. ერთ სუფრის კოვზ ზეჟანგს შურიეთ ასევე კომბინაციის საკვები სოდა და თეთრი ძმარი. ნარევით კი გაწმინდეთ ობიანი ადგილები, ის წამში მოსპობს სოკოს და მის სპორებს.



2. ძმარი. ის კლავს 99% ბაქტერიას და 82% ობს, ასევე 80%–ით ასუფთავებს ვირუსებს. ½ ჭიქა გამოხდილი თეთრი ძმარი ჩაასხით საშხურებიან (პუველიზატორი) ბოთლში, შეასხურეთ ობიან ადგილებში და დააყოვნეთ 1 საათით. ჩამორეცხეთ წყლით და აცადეთ გაშრობა. შედეგი გაგაოცებთ. (ძმრის სუნის მოსაცილებლად გამოიყენეთ ლიმონი, ლიმონის წვენი)



3. სოდა. საკვები სოდის წყალთან ან სოდის ძმართან ხსნარი კარგად აცილებს ობს და ებრძვის სპორებს. მოასხით ნაზავი ობიან ადგილებში, შემდეგ კი უხეში ნოტიო ჩვრით გაწმინდეთ. შედეგი გაგაოცებთ.



4. ციტრუსის თესლის ექსტრაქტი. ციტრუსის თესლის ექსტრაქტი კარგად ებრძვის ობს და სპორებს, უნარჩუნებს ოთახს სასიამოვნო სუნს და სპობს ბაქტერიებს. 2 ჭიქა წყალს დაუმატეთ ციტრუსის თესლის ექსტრაქტის 20 წვეთი, მოასხურეთ ობიან ადგილებში, აცადეთ შეშრობა და გაწმინდეთ სუფთა, მშრალი ჩვრით.





იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage





● როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ნადებისგან?image




●თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ!image




● აუცილებლად გარეცხეთ ახალი ნაყიდი ტანსაცმელი და აი რატომimage




საწოლის თეთრეულის შესახებ ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!image





აუცილებლად დაყარეთ თქვენ ლეიბზე სოდა! იცით რატომ?image




0
16118
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
16118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0