x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ანარქია-წესრიგი ქაოსში (რეალური პოლიტიკა)

image

21-ე საუკუნეში, იქ, სადაც იდეოლოგიური კონტროლი უმაღლეს ფაზაშია, იქ სადაც ადამიანებს ყალბ საჭიროებებს უქმნიან, რათა თავი საკუთარი აზრის ბატონ პატრნად იგრძნონ, იქ, სადაც მხოლოდ ის იცი რაც ვიღაც შენზე მაღლა მდგომს სურს რომ იცოდე, იქ, სადაც მსგავსი ცოდნით გამსჭვალულს თავი განათლებული გგონია, შესაძლოა, სამართლიანობა უსამართლობაში ვეძებოთ და წესრიგი ქაოსში. სამართალდამცავი სტრუქტურები მხოლოდ მომხდარზე რეაგირებს და დასჯის საშუალებას წარმოადგენენ, რაც იმის დადასტურებაა, რომ შეუძლებელია ბუნებრივი სამართლის ჩარჩოებში მოქცევა და აღკვეთა ადამიანთა თვითნებობის. ადამიანი მორალური არსებაა და დანარჩენი ყველაფერი ფარსია, ყველაფერი, რაც მორალის ჩარჩოებში მოქცევას ცდილობს უშედეგოა და დადგება დღე როცა ამას საზოგადოება გაიაზრებს და დადგება დღე, როცა მიხვდები, რომ იმ ლამაზად შეფუთული ვიტრინის უკან კვლავ ანარქია მეფობს. დღევანდელი მდგომარებით ვიტრინის კარი დახურულია და მხოლოდ შიგნით მყოფები არიან ბუნებრივ მდგომარეობაში, მაგრამ მოვა დრო, რომ კარი გაიღება და ნათელი მოეფინება ადამიანის ჭეშმარიტ სამყაროს, იმ სამყაროს, სადაც ბუნებრივი სამართალი უსამართლო კანონების ტყვეობაშია...


ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სოციალური მდგომარეობით განსხვავება დაბადებიდანვე თავს იჩენს, ასევე ჩვენ ერთმანეთისგან განგვავსხვავებს: კულტურა, რელიგია, კანის ფერი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გონებრივი მონაცემები. მაგრამ მე მაინტერესებს ის, რომ თუ ყველა ადამიანი თანასწორია, მე ან შენ რატომ უნდა ვიცხოვროთ სხვისი დაწერილი კანონებით? ალბათ, თქვენი პასუხი და რელევანტური არგუმენტი შესაძლოა ის იყოს რომ ეს ჩვენზე ჭკვიანმა ხალხმა გააკეთაო, მაგრამ აქ ორი კითხვა იბადება: იყვნენ კი ისინი ყველაზე ჭკვიანები და მეორე აქვს კი ყველაზე ჭკვიან ადამიანს იმის უფლება, რომ თუნდაც უმეცარის და ზარმაცის ცხოვრება განსაჯოს და წინასწარ გადაუწყვიტოს მოქმედების არეალი და შემოსაზღვროს იგი ჩარჩოებით? იქნებ, იმიტომაა ეს ყველაფერი სამართლიანი, რომ უმრავლესობა იზიარებს? მაგრამ ამ არგუმენტს ლიბერალური იდეოლოგის მატარებელთაგანაც არ მივიღებ, რადგან მათი პირველი და უმნიშვნელოვანესი დებულება ადამიანის ინდივიდუალიზმია და არ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის ინტერესები შეეწიროს ათასი კაცისას. პლატონი ჩემს შეკითხვას ასეთ პასუხს გასცემდა, უფრო სწორად, უკვე გასცა კითხვითვე: თუ კი ავად ხარ, ვის მიმართავ? უმრავლესობას თუ ექიმს, რომელიც კონკრეტული საქმის სპეცალისტია? ვიმედოვნებ თქვენც ექიმის რჩევით იმოქმედებდით, მაგრამ ეს შემთხვევა ჩემი დებულების კონტრარგუმეტად არ გამოდგება, რადგან საჭიროებამ მოიტანა ექმიის რჩევა და ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. რაც არ უნდა უგუნური იყოს ადამიანი, იგი დაიბადა და ლოკის და დანარჩენ კლასიკოსებს თუ დავესესხებით მას აქვს, სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების ქონის უფლება და კიდევ ერთი კითხვა: თუ მე ამ სამი დაბადებიდანვე მონიჭებული უფლების მატარებელი ვარ, რატომ არსებობს სიკვდილით დასჯის მექანიზმი? თუნდაც საამაყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამერიკელმა მამებმა დემოკრატიის შუქურად, სახედ და ხატად შექმნეს? ის ხომ დასავლური პოლიარქიის მამაა? ან დედა, სესქსიზტობაში ნუ ჩამომართმევთ. რატომ აქვს იმ განათლებულ, საკითხავია რამდენად, ადამიანებს ის ბერკეტი, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლება წამართვან? თქვენი არგუმენტია დამნაშავე უნდა დაისაჯოს? ლოგიკურია, მაგრამ როგორ გგონიათ სახელმწიფოს არსებობამდე, ჯერ კიდევ ლოკის და ჰობსის ბუნებრივ მდგმარეობაში, სადაც რასები, ტომები და წინარესახელმწიფოები იყვნენ ადამიანები დანაშაულს არ სჩადიოდნენ თუ არ ისჯებოდნენ ამისთვის? კიდეც სჩადოდნენ და კიდეც ისჯებოდნენ ყოველგვარი თავისუფლების აღკვეთის გარეშე. და მესამე თუ საკუთრების ფლობის უფლება მაქვს, რატომ მიზღუდავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებაში ვინ იცის სად ჯანდაბიდან მოვიდნენ, თუ როგორ გამოვიყენო ჩემი ქონება, როგორ განვკარგო იგი რომ უკან არ ჩამომართვან, სადაა ლოგიკა? კი მე ნამდვილად ანარქისტი გახლავართ, თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანში მხოლოდ ერთი იდეოლოგიის არსებობაა შესაძლებელი, რაშიც სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით. ჩემი მისწრაფება როგორც ანარქიზმის თეორეტიკოსების, პრუდონის, ბაკუნინის, კროპოტკინის ან ჩვენი ქართველი ანარქისტების მიხაკო წერეთელი, ძმები გოგელიების და ჩერქეძიშვილისგან განსხვავებით მე არ მიმაჩნია რომ სახელმწიფოს არ არსებობის შემთხვევაში ადამიანები ისე იმოქმედებენ როგორც მორალურ არსებებს შეშვენით. არა ადამიანი ისევე იქნება ადამიანისთვის მგელი როგორც დღესა, თუმცა ზოგიერთს გონია, რომ ამ მგელისგან კანონი დიცავს, არა ადამიანის განზრახვა კანონზე მაღლა დგას, კანონი არ შეუძლია დანაშაულის აღკვეთა, ის მხოლოდ დანაშაულის შემდგომ იჩენს თავს როგორც დამნაშავს დასჯის მექანიზმი. ამიტომ გეკითხებით თქვენ, თუ ადამიანები მაინც ღვრიან ერთამნეთის სისხლს, იპარავენ, ძალადობენ რა აზრი აქვს სახელმწიფოს არსებობას? აქ არც თომას პეინის არგუმენტი გამოგვადგება, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუცილებელი ბოროტებაა, აუცილებელი იმდენად რამდენადაც წესრიგი მეფობს ქვეყანაში და დაცულია ადამიანი და ბოროტება იმდენად რამდენადაც იგი ადამიანის პირად ცხოვრებაში ერევა და ხში შემთხვევაში სწორედ სახელმწიფო განსაზღვრავს თუ როდის, სად, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს ადამიანმა და ეს ყველაფერი ყალბი საჭიროებების შექმნის მეშვეობით. არ გიფიქრიათ რომ ჩვენი ცხოვრება ძალზედ რუტინულია და ჯეფერსონის, ჰამილტონის, მათი კონსტიტუციის ან ილუმინატის, ან კიდევ ვიღაც მაღლა მდგმი ადამიანების მიერ? ვიბადებით ვიზრდებით სკოლაში, სადაც ვსწავლობთ იმას, რაც ვიღაცას უნდოდა გვესწავლა, მერე უნივერსიტეტში თითქოს გამოვფხიზლდით, ახალი ცოდნა და ახალი ხედვა შევიძნეთ და რეალურად ესეც წინასწარ განჭვრეტილია ქნებ? ბოლო საფეხური კი სამსახურია და ოჯახი? გამჭრიახი თვალი შენიშნავდა, რომ რაღაც ისე არაა და ჩვენი ცხოვრება და სიცოცხლე გაცილებით მეტს იმსახურებს, მეტ მრავალფეროვნებას. იქნებ ვიღაცის ძაფებზე ვკიდივართ? თუ ასეა მე თქვენგან გასხვავებით ამას ვაღიარებ, რადგან ვხედავ მათ, მაგრამ თქვენ? ცხოვრების რუტინა იმისთვის შეიქმნა, რომ მსფლიო ელიტა, სულ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ბუხართან წყვეტნენ ქვეყნების ბედს, მუდამ დომინანტ მდგომარეობაში იყვნენ და ჩვენი ცხოვრებისეული ჩარჩოების მოქცევაში მათ გარანტირებული სკამები ქონდეთ? წარმოიდგინეთ რა მოხდება, რომ ერთ დღესაც ადამიანებმა აღარ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ ან უბრალოდ ალტრუისტულად დაეხმაროონ ერთმანეთს და ყველაფერი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს?



რასების და ტომების დროს ხომ შედარებით ანარქიული სიტუაცია იყო ხალხში? თუ თქვენ მეტყვით რომ ანარქიაში ადამიანი ვერ იარსებებს, თანაც ისეთში, სადაც იქნება "ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ" როგორც ჰობსი იტყოდა, მე გეტყით რომ ეს ანარქია არაა, ყოველ შემთხვევაში ანარქიის ფუძემდებლები ანარქიულ მდგომარეობას ალტრუისტი ადამიანების იმედად ტოვებენ, რისი არგუმენტიც სწორედ წინარესახელმწიფო წარმონაქმნებია, რომ დაეხოცათ მათ ერთმანეთი დღეს ტქვენ ამას ვერ წაიკითხავდით და ვერც მე დავწერდი, რადგან ადამიანთა რასა აღარ იარსებებდა. ხედავთ თურმე შესაძლებელი ყოფილა ცხოვრება ანარქიულ რეჟიმში, რისი მკაფიო დასტურიც გურიის მაგლითი იყო. მე მინდა დაფიქრდეთ იქნებ სწავლის არსი და საბოლოო დანიშნულება ისაა, რომ გავიგოთ, თუ რა უვიცები ვყოფილვართ, ვართ და ვიქნებით სამყაროს უკიდეგანო ცნობიერების და იდეუმალების წინაში და ბოლოს დარწმუნებული ხართ, რომ დღევანდელი "წესრიგი" ქაოსი არაა ანდაც "სამართლიანობა" უსამართლობა? ადამიანი ვერასდროს გაექცევა ჯუნგლების კანონს, ძლიერი ყოველთვის დაჯაბნის სუსტს. თანამედროვე საზოგადოებაში ეს არ ჩანს, რადგან სხვადასხვა ფორმებში გადაიზარდა და დროს მოერგო. არის შემთხვევები და ლოგიკა იმისა იმისა, რომ სწორედ სუსტები არიან ქვეყნის მართვის სადავეებთან, რათა ძლიერებმა არ შეჭამონ და მათ სოციალური თუ კანონმდებლობის ბორკილებით აკავებენ. როგორც არ უნდა იყოს ჯუნგლების კანონი მანამ იარსებებს სანამ დედამიწის ზურგზე ორიდან მხოლოდ ერთი ადამიანი არ დარჩება.



2
71
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა ლობჯანიძე
გოგა ლობჯანიძე
71
  
2018, 12 მარტი, 12:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 12 მარტი, 12:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2