x
image
ლურჯი თოლია
თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმს დაუბრუნდა - ნახეთ როგორ გამოიყურება მოდელი

image

ყველასათვის ცნობილი და საამაყო ქართველი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა პოდიუმს.

ამჯერად ის იმყოფება პარიზში, სადაც დღეს პარიზის მაღალი მოდის კვირეული დაიწყო. მოდელი ამ კვირეულის ფარგლებში დღეს გამართულ Ralph & Russo -ს ჩვენებაზე გამოვიდა.

შეგახსენებთ, თაკომ სააგენტო NEXT-თან კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა. მისი საქმიანობა პარისა და მილანში 2015-2016 წლებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა Dior, Versace, Armani, Dolche&Gabbana, Zuhair Murad. მოგვიანებით მოდელი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც Victoria's secret-ის ქასთინგისთვის აქტიურად ემზადებოდა. თუმცა ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, როგორც ჩანს, მაღალ მოდაში დაბრუნება გადაწყვიტა.

თაკოს დიდ წარმატებებს ვუსურვებთ და აქტიურად მივადევნებთ თვალს მის კარიერულ მიღწევებს.

imageimage

0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0