x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
24 იანვარს, დიდმოწამე ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ქინძმარაულის ქუჩაზე წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში დააბრძანებენ
ყველა ქართველი მართლმადიდებელისთვის განსაკუთრებული თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. ამ დღეს ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია “გათათრებას“ - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს. ქართველი ხალხის მეხსიერებაში ქეთევან დედოფალი დიდი ხანია გადაქცეულია ყველა ტანჯულისა და წამებულის, მაგრამ სულით უძლეველი და დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ.


image


ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დავანებული. ისტორიული წყაროების მიხედვით, შაჰ-აბასის მოხელეთა ბრძანებით წამებული დედოფლის ცხედარი საიდუმლოდ ერთ-ერთ ღრმა ორმოში ჩამარხეს. მის საფლავს მიაგნეს კათოლიკე მისიონერებმა, კერძოდ, ავგუსტინის ორდენის ბერებმა, რომელთაც ნეშტი ამოიღეს და თავიანთ ეკლესიაში გადაასვენეს. შემდეგ ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები მათ წმინდა ქეთევანის შვილს _ მეფე თეიმურაზ პირველს გადასცეს. რომელმაც ისინი ალავერდის ტაძარში ტრაპეზის ქვეშ დაკრძალა. წმინდა ნეშტის ზოგიერთი ნაწილი ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან რომში წაასვენეს, ზოგიც ინდოეთში, ქალაქ გოაში დაკრძალეს (ინდოეთში ავგუსტინელთა მისიონი თავის მიზნებს ახორციელებდა).


დღეს, დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოშია და ისინი არაერთ ტაძარში მოილოცა მრევლმა თუ მსურველმა. 24 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, მის წმინდა ნაწილებს დააბრძანებენ წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს თბილისში, უფრო კონკრეტული მისამართია– სამგორის რაიონი, ქინძმარაულის I შესახვევი, რეფერალური ჰოსპიტალის (ყოფილი 31–ე ქარხნის მე–5 საავადმყოფო) ეზო.



წმინდა ნაწილები ტაძარში დარჩება 24 იანვრის 3 საათიდან 26 იანვრის 2 საათამდე.


● წირვები შესრულდება დილის 10 საათზე.

● საღამოს ლოცვები + პარაკლისი შესრულდება საღამოს 4 საათზე.

● თავისუფალ დროს წაკითხული იქნება დაუჯდომელი (ყოველ ერთ საათში)


დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ სიწმინდე.


imageimage


0
66
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0