x
image
beko777
მარიამ ღულათავას შემოქმედებითი საღამო
imageმიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონა ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, კარგად დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი - ზუგდიდელი მარიამ ღულათავა, ზებუნებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდაა, რომელმაც ამ ასაკში უკვე მოახერხა და საკუთარ პირველ სოლო-კონცერტზე, ზუგდიდში, „ჯიჯი გიმნაზიის“ ულამაზეს საონცერტო დარბაზში ღონისძიების ანშლაგით ჩატარება შეძლო.

მოტივირებული ახალგაზრდა ქალბატონი, სამეგრელოში (და დანარჩენ საქართველოშიც) ზეპოპულარული სასწავლებლის "ჯიჯი გიმნაზიის“ ყოფილი მოსწავლეცაა, მათი თანადგომითაც სარგებლობს და გვერდში დგომითაც, რაც შესაბამისად ამ 90 წუთიანი ღონისძიების მაღალ ხარისხზეც აისახა.

ანსამბლ "რეტროს" ყოფილმა სოლისტმა, ძველ თანაგუნდელებთანაც შეასრულა სიმღერა და სხვა რამდენიმე მეგობართანაც, მაგრამ ყველაზე ამაღელვებელი კი, მაინც საკუთარ მამასთან ერთად შესრულებული ლამაზი დუეტი იყო. სხვათაშორის სწორედ მამის აქტიური გვერდში დგომით, მარიამი მალე რუსეთში აპირებს ძალების მოსინჯვას და მოსკოვში საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს სამი თვის განმავლობაში.

იქამდე კი, ზუგდიდში "ჯიჯი გიმნაზიის" დარბაზში შეკრებილი 400-ამდე მაყურებელი, აქტიურად უჭერდა მხარს პატარა თანაქალაქელს, რომელსაც განვმეორდებით, - აშკარად დიდი პერსპექტივები აქვს, დიდ მუსიკალურ ბაზარზე. ტელეკომპანია "ვარსკვლავები" გზას დაულოცავს 17 წლის მარიამს და იმედოვნებს, რომ მალე მოვა დრო, როდესაც მისი მსოფლიო აღიარებების შესახებ, ისევ ჩვენ გაცნობებთ პირველები.


imageimageimage


0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0