x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
დიეტა,რომლის დროსაც კიბო ,,შიმშილობს"
image

ყველამ ვიცით, რომ ცხიმიანი საკვები ფიგურის მტერია, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ნორმალური მოცულობის ცხიმის მიღება არა მხოლოდ არ ვნებს ორგანიზმს, არამედ აუცილებელიც კია მისთვის.

კარდიოლოგების მტკიცებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად მუშაობისთვის აუცილებელია ჯანმრთელი ცხიმები და უარყოფენ მითს, რომლითაც ქოლესტერინი გულის შეტევის ძირითად გამომწვევ მიზეზად ითვლება.

ექიმები იმ საფრთხეებზეც გვაფრთხილებენ, რაც სტატინების-ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის გამიზნული წამლების მიღებას მოსდევს.


სიმართლე ისაა, რომ თავის ტვინისა და ნერვული სისტემის ქსოვილებს ქოლესტერინი და მსგავსი ცხიმები ესაჭიროებათ ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

image

ათწლეულების განმავლობაში გვირჩევდნენ ექიმები ცხიმების, განსაკუთრებით კი ცხოველური წარმოშობის(ნაჯერი) ცხიმების შემცირებას. ითვლებოდა, რომ ეს “ცუდი" ქოლესტერინის დონის შემცირებას და გულის დაავადებების პროფილაქტიკას ახდენდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს შეხედულება მთლად მართალი არ ყოფილა.

ნაჯერი ცხიმების ჩანაცვლება არანაჯერით-დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის მოქმედებს. იმ ქვეყნებში კი, სადაც ცხოვრების საშუალო და დაბალი დონეა, ცხიმებზე უარის თქმა იაფ და სწრაფ ნახშირწყლებზე გადასვლას ნიშნავს და მხოლოდ აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ათიოდე წლის წინ შვედეთში ექიმებმა ოფიციალურად უარყვეს მითი, რომ ცხიმი ნახშირწყლებზე მავნეა და რომ უცხიმო პროდუქტები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. შემუშავებულ იქნა დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტა-LCHF.

image

დღეისთვის მეცნიერებს საკმარისი მტკიცებულებები აქვთ იმის თაობაზე, რომ თავის დროზე ცხიმების მიმართ ჩამოყალიბებული შეხედულება გადაჭარბებული იყო და პირიქით-სათანადოდ ვერ შეფასდა შაქრის და სახამებლის მავნე ზეგავლენა ორგანიზმზე.

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხიმების რეაბილიტაცია მოახდინა, მხოლოდ არა ტრანსცხიმების! და ამავდროულად ნახშირწყლების და უცხიმო პროდუქტების მავნებლობა დაადასტურეს.

უცხიმო პროდუქტები თითქოს ჯანსაღ კვებას განეკუთვნებიან, მაგრამ აქ ერთი შეუსაბამობაა:რაც უფრო ნაკლებ ცხიმს იღებთ, უფრო მეტ ნახშირწყლებს მიირთმევთ შიმშილის გრძნობის დასათრგუნად. ხედავთ შეუსაბამობას?

დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტა მარტივ პრინციპს ეფუძნება-მიირთვით ნაკლები ნახშირწყლები, განსაკუთრებით კი შაქარი და სახამებელი, და რაც შეიძლება მეტი ისეთი პროდუქტი, რომლებიც ლიპიდებს, პროტეინებსა და უჯრედისს შეიცავენ.

image

ბოლოდროინდელი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ ცხიმების მაღალი შემცველობით გამორჩეულ დიეტას შეუძლია კიბოს ზოგიერთ სახეობას უკან დაახევნოს. ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ფაუერბილდინგში, მწვრთნელსა და ბიზნესმენს-ფრედ ჰეტფილდს ძვლების მეტასტაზური კიბო დაუდგინეს. დიაგნოზით, რომელიც რამდენიმე ექიმის მიერ იყო დადასტურებული, ფრედს რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. ჰეტფილდმა უარი თქვა შაქარსა და ნახშირწყლებზე, მიირთმევდა კარგ ხორცს ზომიერად და სასრგებლო ცხიმებს. შედეგად კი მისმა დაავადებამ უკან დაიხია.

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ახალი აღმოჩენის თანახმად, დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტისა და ბაროკამერის შეთავსება თაგვებს აგრესიული სიმსივნის დროს სიცოცხლე უხანგრძლივებს. ამ დაავადების შედეგები ამტკიცებენ, რომ სიმსივნე მეტაბოლური დაავადებაა, რომლის დროსაც სწორი კვება უნდა იქნას შერჩეული.

რა უნდა გამოირიცხოს დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტის დროს:

1.შაქარი. ყველაზე უარესი, რაც მრეწველობას შეუქმნია. და შაქრის შემცველებიც.

2.უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, წვენები, სპორტული სასმელები.შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი, უცხიმო პროდუქტები.

3.სახამებელი-თეთრი პური, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონის ნაწარმი, ჩიპსები და ა.შ.

4.მარგარინი და ტრანსცხიმები ომეგა-6-ის მაღალი შემცველობით. ომეგა-3-თან შედარებით ომეგა-6-ის ჭარბად მიღება გულისთვის საშიშია.

5.ლუდი


რა უნდა მიირთვათ:

1.ხორცი, მხოლოდ არა ჰორმონებით და ანტიბიოტიკებით დაბინძურებული.

2.თევზი და მოლუსკები.

3.კვერცხი-უმჯობესია შინაური.

4.ხილი, პირველ რიგში კი ავოკადო.

5.ბოსტნეული.

6.რძის პროდუქტები, მხოლოდ არა ცხიმგაცლილი.

7.თხილი, კაკალი.

8.კენკრა. ტკბილი-ზომიერად, მჟავე კი ნებისმიერი რაოდენობით.

სამწუხაროდ ონკოლოგები ხშირად არ აფრთხილებენ პაციენტებს, რომ შაქარი პირდაპირ კვებავს სიმსივნურ უჯრედებს. პაციენტები ჭამენ კანფეტებს, შოკოლადს, ნამცხვრებს და შემდეგ ისევ და ისევ ქიმიოთერაპიის კურსზე იტანჯებიან. გახსოვდეთ, სწორი კვება ერთერთი უმთავრესი პირობაა კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.


0
616
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0