x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კახი კალაძის პირველი კომენტარი დავით სოკოლოვთან დაკავშირებით
image


თბილისის მერმა კახა კალაძემ ცნობილი წამყვანის, დავით სოკოლოვის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა.


„სიმართლე გითხრათ, სოკოლოვთან დაკავშირებული კონკრეტული სიუჟეტი მეც ვნახე და გულწრფელად გეტყვით ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური საკითხია. ბინის პრობლემას რაც შეეხება, სერიოზულად დგას ეს პრობლემა. ბევრია დაზარალებული როგორც ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივიდან. დაახლოებით 3000 ოჯახია ასე, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში იქნება მოგვარებული. ყველა იმ ოჯახისთვის, ვისაც დღეს ეს პრობლემა გააჩნია, თბილისის მერია ყველაფერ გააკეთებს რომ მოვაგვაროთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ საუბარი. ბატონი დავითის პრობლემაც ამ მიმართულებით აუცილებლად იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. დღეს უკვე არსებობს სქემა, რითიც თბილისის მერია მუშაობს. მერია გამოყოფს კონკრეტულ მიწის ფართობებს, შემდეგ ისინი შექმნიან ამხანაგობებს და მოძებნიან ინვესტორს. ძალიან ბევრი ქეისი მქონდა, როდესაც განხილვა გვიწევდა, აღმოჩნდებოდა, რომ ინვესტორის მძევლები ხდებოდნენ. მიდის შანტაჟი, თუ რა ფართი უნდა წაიღოს ინვესტორმა და რა დარჩეს მოქალაქეებს. ხშირ შემთხვევაში ინვესტორი რჩება მოგებული, ამიტომ გვინდა ისეთი ფორმა შევიმუშაოთ, რომ დაზარალებულ ადამიანებს მაქსიმალურად ხელი შეეწყოს და ამ პრობლემაზე საუბარი დავასრულოთ. მე ჩემს გუნდთან ერთად ამ პრობლემას ნამდვილად დავძლევ, “ - განაცხადა კახი კალაძემ „იბერიას“ პირდაპირ ეთერში.


ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთერთი პირველი ქართველი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი ხანდაზმულთა პანსიონში მოხვდა.



„წელიწადზე მეტია ამ ჰოსპიტალში ვარ, მანამდე სხვა ადგილას ვიყავით, შემდეგ აქ გადმოვედით. აქ უკეთესია, რადგან მეტი ყურადღებაა და კარგი სამედიცინო მომსახურებაა. ჩემს მეუღლეს ინსულტი ჰქონდა, მეტყველება წაერთვა და 5 წელია ვუვლი. ისიც აქაა. მას ტვინში ჰქონდა ინსულტი, მე ზურგის ტვინში. პირველი სკოლის უკან ვცხოვრობდით, შევჩენკოს ქუჩაზე, მაგრამ ბინა დაგვეწვა, “ - ამბობს სოკოლოვი.


სოკოლოვი მაყურებელს გამორჩეული ხმის ტემბრით და განსხვავებული მეტყველების მანერით დაამახსოვრდა. ის წლების მანძილზე საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“-ს უძღვებოდა.


ამავე თემაზე: დავით სოკოლოვი - ტელევიზიიდან ხანდაზმულთა პანსიონატამდე (ვიდეო)

0
824
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0