x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არის თუ არა კრეატიულობა თანდაყოლილი?
კრეატიულობა პოზიტიური ფსიქოლოგიის ჭრილში

image

შემოქმედებითი აზროვნების კვლევის ერთ-ერთი მიმართულება კრეატიულობას განიხილავს, როგორც უნარს. სიტყვა კრეატიულობა ლათინური სიტვიდან creatio მომდინარეობს, რომელიც შექმნას ნიშნავს. კრეატიულობა, ეს არის უნარი, წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული, უჩვეულო იდეები და მათი გახორციელების გზები, შექმნა ახალი, ღირებული და აქტუალური პროდუქტი. ეს არის შესაძლებლობა ნებისმიერი სასიცოცხლო პროცესის, ნებისმიერი საკითხის ავტორისეული ხედვის გადმოცემისა.

კავშირი სუბიექტურ კარგად ყოფნასა და კრეატიულობას შორის თანდათანობით იზრდება.კრეატიულობა მოიაზრება, როგორც 24-დან ერთ-ერთი ხასიათის სიმტკიცე.(ცნობისმოყვარეობა, სამართლიანობა, სწავლისა და პერსპექტიულობისადმი მისწრაფება, რაც განსაზღვრავს ცოდნის ღირებულებას).


ხშირად კრეატიულობა გაიგივებულია ორიგინალურბასა და გამომგონებლობასთან და განისაზღვრება, როგორც უნარი, იფიქრო ნოვატორულად და პროდუქტიულად მიზნის მისაღწევად.

კრეატიულობა შეიძლება დავინახოთ, როგორც კონტინიუმი.ერთი ბოლო არის „პრაქტიკული კრეატიულობა“, ანუ ის ყოველდღიური ბაზისი, რომელსაც ვიყენებთ, კონტინიუმის მეორე ბოლო კი არის ის გამაოგნებელი, გონების ამრევი და შთამაგონებელი მიღწევები, რომლებსაც თავიათ სფეროში დახელოვნებული გამომგონებლები გვთავაზობენ.

ჭეშმარიტ ბედნიერებაში, სელიგმანი აღწერს კრეატიულობას, როგორც ასპექტს უფრო დიდი კატეგორიისა, რომელშიც შედის გონებამახვილობა, ორიგინალურობა, პრაქტიკული ინტელექტი.მისი სიტყვებით რომ ვთქვათ:

„როცა თქვენ რაღაც გსურთ, ამ მიზნის მისაღწევად თქვენთვის უფრო სასიამოვნოა ნოვატორული, ორიგინალური და შესაფერისი ქცევის განხორციელება, თქვენ ნაკლებად მოიხიბლებით ჩვეულებრივი გზის გამოყენებით.“



გარემოებები კრეატიულობისთვის

კრეატიულობა მოითხოვს გონების სპეციფიკურ მდგომარეობას.ბარბარა ფრედრიქსონმა თავის ცნობილ „განვითარება-გაფართოების“თეორიაში აღნიშნა, რომ პოზიტიური ემოციები ზრდა განაპირობებს აზრი-ქცევის რეპერტუარის გაფართოებას.საბოლოოდ კი ამას მივყავართ უფრო კრეატიულ, მორგებად ინტეგრაციულ და გახსნილ აზროვნების პატერნებთან.

ნედლერის მიერ ჩატარებული ონტარიოს უნივერსიტეტის კვლევა განამტკიცებს „განვითარება-გაფართოები თეორიის“ მთავარ აზრს.კვევის შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც უსმენდნენ მხიარულ მუსიკას ან უყურებდნენ ბედნიერი და პოზიტიური ელემენტების ამსახველ კადრებს უფრო მიდრეკილნი იყვნენ ინოვაციურობისკენ და მარტივად ჭრიდნენ .

ეს მიგნებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პირველ რიგში გვესაჭიროება პოზიტიური გარემოს შექმნა, რათა ხელი შევწოთ შემოქმდეებითობის ზრდას, flow-s მიღწევასა და ახალი დეებისა და ინოვაციების შემუშავებას.

კრეატიულობა და პოზიტიური ფსიქოლოგია

საინტერესოა პოზიტიური ფსიქოლოგიის კონტექსტში, როგორ შეიძლება მიგვიყვანოს შემოქმედებითობამ გაზრდილ სუბიექტურად კარგად ყოფნასა და წარმატებულობამდე.აქ შეგვიძლია განვიხილოთ 3 მექანიზმი:

  • აუთენტური/ჭეშმარითი მე: ის ინდივიდები, რომლებიც კრეატიულობას თვლიან საკუთარ სიმტკიცედ, ივითარებენ აუთენტურობის გრძნობას, ისინი ეძებენ გზებს, რათა უფრო და უფრო მეტი კრეატიულობა შეჰმატონ თავიანთ ცხოვრებას. თუ შემოქმედებითობა შენი ხასიათის ნაწილად მიგაჩნია, მაშინ ყველანაირი გზა მოიძიე მისი პრაქტიკისათვის.
აქ შედის სამსახიობო უნარები, მეცნიერება, გამომგონებლობა, მხატვრობა და ნებისმიერი სხვა ორიგინალური აქტივობა

  • პოზიტიური ფოკუსი: ჩიქსენმიჰალაის წიგნში „კრეატიულობა“ დაფუძნებულია კრეატიული ინდივიდების კარიერული ცხოვრების განვითარების პროცესზე.მან აღმოაჩინა, რომ ხშირად დესტრუქციული ენერგია შესაძლებელია გარდაიქმნას, გამოსავალი ჰპოვოს შემოქმედებითობაში.
Flow: როდესაც გამოწვევები მჭიდროდ თანხვდება პიროვნების შესაძლებლობებს, ამ დროს შემოდის flaw ს განცდა. ეს არის გრძნობა სრული ჩართულობის, “მუღამში შესვლის“ და ქმედებების გაერთიანების შერწყმის პროცესში დროის შეგრძნების უნარის დაკარგვა.ეს ხშირად დამახასიათებელია მსახიობების, სპორცმენებისმუსიკოსების, მეცნიერებისთვის. Flow ვეხმარება აქტივობა აღვიქვათ გასართობად, მიმზიდველად.

image

როგორ გავზარდოთ კრეატიულობა

კენ რობინსონი ამტკიცებს, რომ მიზეზი, რაც გვაფერხებს ვიყოთ კრეატიულები, არის ის, რომ სკოლები ჩვენ გვაწავლიან მუდმივად ვიყოთ სწორები.ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გვეშინია შეცდოების დაშვებიის, ეს შიში კი ზღუდავს, აბრკოლებს და აკავებს შემოქმედებითობას ჩვენში.იგი ტედის ერთ-ერთ გამოსვლაში საურბს ამ თემაზე.

ერთხელ ერთი 6 წლის გოგონა უკანა მერხზე იჯდა და ხატავდა, მასაწავლებელს ძალიან გაუკვირდა ეს ფაქტი, რადგან იგი გოგონას ყოველთვის ყურადღებისა და კონცენტრაციის უუნარობით ახასიათებდა, მან ჰკითხა თუ რას ხატავდა, გოგონა უთხრა:

-ღმერთს

-მაგრამ არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურება

-ერთ წუთში გაიგებენ

პიკასომ თქვა:“ყველა ბავშვი იბადება არტისტად, საქმე ისაა, რამდენად შევინარჩუნებთ ამ ტალანტს გაზრდის შემდეგ“

კიდევ ერთი საშუალება კრეატიულობის გასაზრდელად არის საკუთარი ჟურნალის წარმომება, ყოველდღიურად დავწეროთ 3 პოზიტიური რამ რაც მოხდა.ბარბარა ფრედიქსონი

„მიუხედავად იმისა, კრეატიულობა მოგიტანს ბედნიერებას და წარმატებას თუ არა, მას შეუძლია ინდივიდისთვის ბევრად მნიშვნელოვანი სარგებელი გააკეთოს, იგი ყოველდღიურ გამოცდილებას მეტ სიცხადეს შეჰმატებს, უფრო მიმზიდველს, წამახალისებელს გახდის.როცა ჩვენ შემოქმედებითად ვცხოვრობთ, ვიცლებით, ვთავისუფლდებით მოწყენილობისგან და ყოველი მომენტისგან რაღაც ახალს მოველით, ახალს, რასაც სხვა აღმოჩენებისაკენ მივყავართ.“(ჩიქსენმიჰალაი, 2007)


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
43