x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ტყვიაზე, რომლითაც მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა” - ადვოკატი

image


თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა:


„რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა ლოგინის თავში, არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. რა თქმა უნდა უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, ფაქტობრივად მთლიანი სხეული, ლოგინი, ლოგინის თავი და კედილი, როგორ არ აღმოჩნდა მასზე სისხლი. პროცესში ჩართული არ ვარ მხარედ, დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნდა არც თემირლანს და არც მისი გარდაცვალების შემდგომ მამას, რასაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რაც მიშლის ხელს იმ კუთხით, რომ მე არ გამაჩნია საგამოძიებო მოქმედებებში ჩარევის უფლება“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

1
186
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
186
  
2018, 22 იანვარი, 23:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1