x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრძოლა ოლიმპოსთვის
ავტორი: გოგა ლობჯანიძე

image


ელვა გავარდა, ჭექა გაისმა

მიწა დრტვინავდა, მთები გაიხსნა


კარიბჭე გატყდა, ხმები დაირხა

ზღვის გოლიათმა ფეხი აიდგა


კლდენი გააპო ტალღის ზვირთებმა

ხალხის იმედი რწმენით ივსება

წყალმა წალეკა ბოროტთა ომი

ფეხზე წამოდგა პოსეიდონი


ზეციდან ისმის ქარის შრიალი

პანგეამ შთანთქა ელვის სპირალი

ქვესკნელს დაეცა ოლიმპოს სხივი

და გაიბზარა ყინული ცივი


თვით აზრაილის ცელი დაეშვა

როცა გაბრიელს ფრთები გაეშვა

ცერბერს დაეხშო ყურები ექვსი

როცა იხილა ღმერთთ ღმერთი ზევსი


ნავი მოადგა ცეცხლის ნაპირებს

იმედი დარჩა, წვიმას აპირებს

ხალხის გულები ღრმადაა დაჭრილი

სამყაროს დაისს მოსჩანს არწივი


მზის ამოსვლისას გაბრწყინდნენ მთები

ჩრდილმა დაკარგა შავ-ბნელი გზები

და მის თვალებში მოსჩანს იმედი

და მისი მზერით ამაყად ვთბებ


მგლების გაისმა ყმუილი ბნელი

სიზმრიდან თავის დაღწევას ველი

უღრან ტყეებში გამოჩნდა სხივი

და დაამსხვრია სიბნელე ცივი


უფსკრულში მოსჩანს შავი მანტია

ლუციფერს მოსვლა, რომ უნატრია

სხივი გაშავდა, ჩამოწვა ნისლი

ნუთუ ბოლოა ეს, რასაც ვიტყვი


ნუთუ აღარსად დარჩა ღირსება

ბოროტით ხალხის ეგო ივსება

შიშმა მოიცვა ნავის ნაწილი

ლუციფერს ჩოქვით შეხვდნენ დაღლილნი


ბრძოლის გაძლება აღარ შეეძლოთ

გმირებს მახვილი გულში შეერჭოთ

თავი შესწირეს ღირსების ძალას...

არ მოეწონა ბოროტს და მტარვალს


ვერ დააჩოქა ხალხის იმედი

ამბის დასასრულს, ვფიქრობ მივედი

დამარცხებული ომს ვეღარ იგებს

და შეუერთდა უკვდავთა რიგებს

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა ლობჯანიძე
გოგა ლობჯანიძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0