x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენ შესანიშნავი პარტნიორი იპოვეთ

imageცხადია, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი იდეა თუ როგორია სრულყოფილი ურთიერთობა და თვისებები, რომლებიც ქმნიან იდეალურ პარტნიორს, ყველასთვის განსხვავდება. მაგრამ იპოვო ადამიანი, რომელიც პირველ რიგში გაყენებს შენ და თვითონაც შეგიძლიათ დააყენოთ ის პირველ ადგილზე, არის ბედნიერი ქორწინების გასაღები.

წარმოგიდგენთ 7 ნიშანს, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ არაჩვეულებრივი პარტნიორი გყავთ:

7. მან იცის როგორ გაგახაროთ.

როცა ცუდად გრძნობ თავს, მან ყოველთვის იცის, როგორ დაგიბრუნოს კარგი განწყობა: ის გეტყვით ხუმრობას, გაგახსენებთ რაიმე სასიამოვნოს, იმღერებს ან სხვა რამეს გააკეთებს, რაც თავს უკეთესად გაგრძნობინებთ.

6. ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე.


ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უნდა გააცნობიეროს თქვენი ცხოვრების ყველა დეტალი ან ახსოვდეს, რა ხდებოდა იმ დღეს, როცა შეხვდით. მაგრამ ის გაითვალისწინებს იმას, რასაც მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მან იცის, რამდენ შაქარს იყრით ჩაიში/ყავაში და რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა.

5. თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია.

ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთობა არ უნდა სემოიფარგლოს მხოლოდ ერთად ცხოვრებით - ისინი ასევე უნდა იყვნენ მეგობრები და მრჩეველები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი მეორეს ემორჩილება. ბედნიერი ქორწინების უმნიშვნელოვანესი ელემენტია ისწავლოთ თუ როგორ მიიღოთ გადაწყვეტილებები ერთად.

4. მან იცის როგორ წავიდეს მოლაპარაკებაზე და კომპრომისებზე.

ამ ადამიანს შეუძლია იპოვოს საერთო ენა სამართალდამცავებთან, მომჩივანთან, გაბრაებულ მეზობელთან და პირველ რიგში, თქვენთან. მას შეუძლია დააყენოს პირველ ადგილზე თქვენი საჭიროებები და სურვილები ( რა თქმა უნდა, არა ყოველთვის. საჭიროა თქვენც გააკეთოთ იგივე).

3. მან იცის რამდენად მნიშვნელოვანია იყოს თქვენი კარგი მეგობარი.

მეგობრობის გრძნობები აუცილებელია წყვილის ურთიერთობის შესანარჩუნებლად. როდესაც ის კარგად გიცნობთ, შეუძლია თქვენი მოსმენა და გაგება, მაშინაც კი როდესაც თვითონ სხვა აზრი აქვს. ის ზრუნავს თქვენზე არა მხოლოდ როგორც პარტნიორი, არამედ მეგობარიც.

image

2. ის არ დაივიწყებს თქვენს პრობლემებს სახლიდან გასვლის შემდეგ.


ზოგჯერ ძნელია ფოკუსირება ერთზე მეტ საქმეზე, რამდენიმე პრობლემაზე ერთდროული ფიქრი. მაგრამ მოსიყვარულე ადამიანი ყოველთვის თქვენს პრობლემებს ანიჭებს პრიორიტეტს, არასდროს ივიწყებს მათ და არ გტოვებთ მარტო თქვენი პრობლემების წინაშე, მაშინაც კი თუ თქვენს გვერდით არ არის.

1. გეხმარებათ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია მის გვერდით.

ის გეხმარებათ, რომ თქვენ გახდეთ უკეთესი და განვითარდეთ ამ ურთიერთობების ფარგლებში. მისგან დამოუკიდებლად, გიბიძგებთ გახდეთ წარმატებული და ამ დროს ყოველთვის მხარს გიჭერთ. ამგვარად, თავს გრძნობთ უსაფრთხოდ, ემოციურად მშვიდად, თქვენ შეგიძლიათ გაშალოთ ფრთები და იყოთ გასაოცარი .

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 5 ნიშანი, რომ თქვენ იდეალური ქმარი გყავთ

2. ახასიათებს თქვენს ურთიერთობას ეს 5 ნიშანი? მაშინ დროა ის შეწყვიტოთ!


0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0